ატენის სიონის წარწერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატენის სიონის წარწერები

ატენის სიონის წარწერები — ძველი ქართული ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობის მრავალ ნიმუშთა ერთობლიობა. მათ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ქართული პალეოგრაფიის, ენის ისტორიის, ძველი ქართული პოეზიისა და საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის.

უძველესი თარიღიანი ქართული წარწერა (835)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს გურამ აბრამიშვილმა აღმოაჩინა ატენის სიონის ნუსხური სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც 835 წლით თარიღდება. წარწერა დაზიანებულია.[1]

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ორმა დასუა
  2. ქრონიკონი ნე
  3. დასაბამითგან წელნი ხულთ

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის ერთ–ერთი უძველესი თარიღიანი ქართული წარწერა: ხულთ = 6449, ამ თარიღს უნდა გამოვაკლოთ დასაბამითგანი 5604, მივიღებთ 835 წელს; ქრონიკონი ნე = 55, რაც დაემატება 780 წელს და მივიღებთ იმავე თარიღს – 835 წელს. ამასთანავე ეს არის ნუსხური დამწერლობის დღეისათვის ცნობილი უძველესი ნიმუში. ადრე ასეთად სინური მრავალთავის მინაწერებსა და ანდერძს მიიჩნევდნენ, რომლის ბოლო ნაწილი ნუსხურადაა დაწერილი.

ნუსხა-ხუცური კუთხოვანი წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ აბრამიშვილის მიერ აღმოჩენილ იქნა მეორე, ნუსხა-ხუცური კუთხოვანი წარწერაც.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. † ესე კალა
  2. პ[ოტ]ი მე ბაგრ
  3. ატ შევქმენ

ანუ: «ესე კალაპოტი მე, ბაგრატ, შევქმენ».

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გ. აბრამიშვილი წერს: „წარწერა ოთხხაზოვანი სისტემის ბადეშია განაწილებული. ასოები კუთხოვანია და მათი ზედა და ქვედა ბუნები მარჯვნივაა გადახრილი. ოთხხაზოვანი ბადის მეორე და მესამე ხაზებს შორის მოთავსებულია ნუსხური , , , “. გ. აბრამიშვილი თვლის, რომ ატენის ეს წარწერა მიეკუთვნება იმ ძეგლებს, რომელთაც ივანე ჯავახიშვილი ნუსხა–ხუცურის კუთხოვანი სახეობით შესრულებულად მიიჩნევდა.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გ. აბრამიშვილის აზრით წარწერა X-XI საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს შესრულებული.[1] ნ. შოშიაშვილის აზრით, წარწერა IX საუკუნის დასაწყისით უნდა დათარიღდეს.[2]

სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს, აგვისტოში კედლის მხატვრობის გაწმენდისა და გამაგრებითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა. მას საინტერესო ნაშრომები მიუძღვნეს თეიმურაზ ბარაველმა და გურამ აბრამიშვილმა.[3]

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გ. აბრამიშვილი წარწერას ასე აღადგენს:

  1. † ზეობას[ა] კ~ა ღთ~ვ გრგჳნ[ოსანისა]
  2. [არჩილისი კ]თლადმსახუ[რებასა ზ~ა]
  3. მეფისა ჩუენისასა ჴელმწიფ[ო]
  4. ბასა [სა]რკინოზთასა რ~კა აღესრო
  5. ჳლა კურთხეული მფლი სტეფანოზ
  6. ღმრთისა მ[იერ] ქ~თლა და მეგ~რლთა ერის
  7. თავ[ერისთ]ავთა ოფლი თ~ა ოკდომბე
  8. რსა [იდ] დღესა ოთხშაბათსა ჟამს
  9. ა ღა[მისას]ა ა, ამას ზ~ა წელსა დღისა მ
  10. თ[ავრობასა მ]ოხრდილი კ~თ

მკვლევარი ასე კითხულობს წარწერას:

  1. ზეობას[ა] კა (=21) ღმრთივგჳრგჳნ[ოსანისა]
  2. [არჩილისი კ]ეთილადმსახუ[რებასა ზედა]
  3. მეფისა ჩუენისასა, ჴელმწიფ[ო]
  4. ბასა [სა]რკინოზთასა რკა (=121) აღესრო–
  5. ჳლა კურთხეული მამფალი სტეფანოზ,
  6. ღმრთისა მ[იერ] ქართველთა და მეგრელთა ერის–
  7. თავ–[ერისთ]ავთა უფლი, თთუესა ოკდომბე–
  8. რსა [იდ (=14)], დღესა ოთხშაბათსა ჟამს–
  9. ა ღა[მისას]ა ა (=1), ამას ზედა წელსა დღისა მ–
  10. თ[ავრობისა მ]ოხრდილი კთ (=29)

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ წარწერაში საინტერესოა მამფალი < მამაუფალი. ამ სახით ეს სიტყვა ადრინდელ ძეგლებში არ დასტურდება. ასევე ყურადღებას იქცევს სტეფანოზ მამფლის ტიტული: ქართველთა და მეგრელთა ერისთავ–ერისთავთა უფლი. მეგრელი ეთნონიმი ქართულ წყაროებში პირველად აქ მოიხსენიება.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა თარიღდება 735 წლით.

დედოფალ გუარამავრის გარდაცვალების შესახებ წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს წარწერაც 1956 წელს აღმოჩნდა ტაძრის აღმოსავლეთ აფსიდში.[4]

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. † ბრძანებითა ღ~თის~თა
  2. თუესა ნოვენბერსა
  3. თოთხმეტსა დღესა
  4. ოთხშაბათსა ჟამსა ღამი
  5. სასა ს~ა წელსა სკგ
  6. ქრონიკონსა ნ~ზ ა
  7. ღესრულა კურთხე
  8. ული დეოფალი გო
  9. ჳარამავრი ღ~მნ

ანუ:

  1. † ბრძანებითა ღმრთისაჲთა
  2. თუესა ნოვენბერსა
  3. თოთხმეტსა, დღესა
  4. ოთხშაბათსა, ჟამსა ღამი–
  5. სასა, სარკინოზთა წელსა სკგ (223)
  6. ქრონიკონსა ნ~ზ (57) ა–
  7. ღესრულა კურთხე–
  8. ული დეოფალი გუ–
  9. არამავრი ღმერთმან
  10. [შეიწყალენ სული მისი, ამენ].

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა ყურადღებას იქცევს ენობრივი თვალსაზრისით: ნოვენბერსა ფორმა გვიჩვენებს –ს განვითარებისა და მბ>ნბ პროცესს (დისიმილაცია საწარმოთქმო ორგანოს ადგილის მიხედვით); თუესა<თთუესა თთ კომპლექსის გამარტივების გზით. დეოფალი < დედოფალი –ს დისიმილაციური დაკარგვით.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა თარიღდება 837 წლით, როგორც ქრონიკონით, ასევე არაბული წელთაღრიცხვით (ნზ=57; 780+57=837;სკგ =223; 614+223=837 წ.).

853 წლის წარწერა (ბუღა თურქის მიერ თბილისის დაწვის შესახებ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ისტორიული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი წარწერა მოთავსებულია ატენის სიონის სამხრეთი აფსიდის ნახევარრკალის ცენტრში.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

853 წლის წარწერა

წარწერა ექვსსტრიქონიანია:

  1. † თ~სა აგუსტოსსა ე~სა დღ~სა შბთ[ს]ა
  2. ქრონიკონსა ო~გსა ისმაიტელთა წელსა ს~ლთსა
  3. ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა
  4. ამირაჲ საჰაკ და მოკლა და მასვე თ~სა
  5. [აგუ]სტოსსა კ~ვსა დღ~სა შბ~თსავე ზირაქ
  6. შეიპყრა კახაჲ და ძჱ მისი თარჴუჯი [5]

ანუ:

  1. † თთუესა აგუსტოსსა ე~სა დღესა შაბათსა,
  2. ქრონიკონსა ო~გსა, ისმაიტელთა წელსა ს~ლთსა,
  3. ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა
  4. ამირაჲ საჰაკ და მოკლა. და მასვე თთუესა
  5. [აგუ]სტოსსა კ~ვსა დღესა შაბათსავე, ზირაქ
  6. შეიპყრა კახაჲ და ძჱ მისი თარჴუჯი.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერაში აღნიშნულია ბუღა თურქის მიერ თბილისის დაწვის ისტორიული ფაქტი, აგრეთვე მისი ერთ–ერთი სარდლის ზირაქისაგან კახასა და მისი ვაჟის თარჴუჯის შეპყრობა.

ენობრივი თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს საკუთარ სახელთა ნიშნით წარმოდგენა სახელობითში (კახა, თარჴუჯ), რაც ამ დროის ცოცხალი მეტყველების ასახვაა. კახაჲ კახ=ეთნონიმიდან წარმოქმნილი სახელია და პირველად აქ არის დადასტურებული. კახა გამოავლენს –აკ კნინობითის სუფუქსის გამარტივებულ სახეს. ეს მოვლენაც პირველად ატენის ამ წარწერაში გვხვდება.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა თარიღდება 853 წლით, როგორც ქართული, ისე არაბული წელთაღრიცხვით (ო~გ=73; 780+73=853 წ., ს~ლთ=239; 614+239=853 წ.).

შვიდმარცვლოვანი ლექსი (პირველი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატენის სიონის ინტერიერში, სამხრეთ აფსიდის აღმოსავლეთი კალთის მოხატულობის ქვედა რეგისტრში მოთავსებულია ორი წარწერა, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ქართული პეზიისათვის. წარწერები გამოაქვეყნა ჯერ თ. ბარნაველმა,[6] ხოლო შემდგომ საფუძვლიანად შეისწავლა ზ. ალექსიძემ.[7] ქვემოთ მოტანილია ამ წარწერების ზ. ალექსიძისეული წაკითხვა.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14 სტრიქონიანი წარწერა დაზიანებულია:

  1. † ჲხჲლეთ ესე ჟამი
  2. წავა ვ~ა წამი
  3. აწვე გავწმიდოთ გუამი
  4. მერმისა არა გუაქუს ქრთა[მი]
  5. ჩ~ნ დავაცადოთ სამი
  6. ჴორცსა დაუტეოთ ...
  7. ჩუენ მოვიძულოთ ვ...
  8. რ~ა არაჲ გუე[უფ]ლ[ოს]...
  9. არა ვთქუათ მუნ...
  10. რ~ა არა ვიხილოთ ჭი[რი]...
  11. ჯოჯოხეთი ბნელი შე...
  12. მუნ არს ჭირი მრა[ვალი]
  13. აწვ [ჩ]ევძ... ლი
  14. ჩ~ა ე გუედ

ანუ:

  1. † ჲხჲლეთ, ესე ჟამი
  2. წავა ვითარცა წამი,
  3. აწვე გავწმიდოთ გუამი,
  4. მერმისა არა გუაქუს ქრთა[მი].
  5. ჩუენ დავაცადოთ სამი
  6. ჴორცსა დაუტეოთ ...
  7. ჩუენ მოვიძულოთ ვ[ეცხლი]
  8. რაჲთა არაჲ გუე[უფ]ლ[ოს]...
  9. არა ვთქუათ მუნ...
  10. რაჲთა არა ვიხილოთ ჭი[რი]...
  11. ჯოჯოხეთი ბნელი, შე...
  12. მუნ არს ჭირი მრა[ვალი]
  13. აწვ [ჩ]ევძ... ლი
  14. ჩუენდა ე გუედ

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა შეიცავს შვიდმარცვლიანი საზომით დაწერილ ლექსს. ენობრივი თვალსაზრისით უაღრესად საყურადღებოა წავა < წარვალს. გავწმიდოთ წარმოგვიდგენს გან– ზმნისწინის გამარტივების ერთ–ერთ ყველაზე ადრინდელ შემთხვევას. ჲხჲლეთ ფორმაში გრაფემის ნაცვლად იხმარება. ეს მოვლენა ზოგ უფრო ადრინდელ წარწერაშიც შეინიშნება.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზ. ალექსიძე წარწერას IX საუკუნით ათარიღებს. წავა ფორმა ხელნაწერებში X საუკუნიდან გვხვდება.

შვიდმარცვლოვანი ლექსი (მეორე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა ძლიერაა დაზიანებული და მისი დიდი ნაწილის უდავოდ აღდგენა არ ხერხდება.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე შვდიმარცვლოვანი ლექსი რვასტრიქონიანია:

  1. † ეგრე ჲტყჳს მო[ძღ]უა[რი]
  2. მო[ჳნ] არ[ა] არს ვაჭარი
  3. ა თ(ა)ნა წააქუს საჴმარი
  4. ... ნაქმარი
  5. ... უ ლება ... ვითარი
  6. ასე ... საქმარი
  7. მას აქს ძნე[ლი ზამთარ]ი

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერაში გვაქვს წააქუს < წარაქუს. ეს ფორმა წარ– ზმნისწინის გამარტივების უძველესი ნიმუშია. ჲტყჳს (=იტყჳს), ძველი ქართულის ორთოგრაფიის ნორმათა მიხედვით, დარღვევაა, მაგრამ მას არაერთი პარალელი მოეპოვება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 36–42
  • გ. აბრამიშვილი, ატენის სიონის უცნობი წარწერები
  • გ. აბრამიშვილი, ატენის სიონის საქტიტორო წარწერა, «ძეგლის მეგობარი», 1969, კრ. 19, გვ. 30 -37
  • ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980
  • გ. აბრამიშვილი, სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977 წ.
  • თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957 წ.
  • Джавахишвили И. А. К вопросу о времени построения грузинского храма в Атене по вновь обследованным эпиграфическим памятникам // Христианский Восток. СПб., 1912. Т. 1. Вып. 3. С. 277-297
  • ზ. ალექსიძე, ატენის სიონის ოთხი წარწერა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გ. აბრამიშვილი, ატენის სიონის უცნობი წარწერები, "მაცნე" (ისტ. და არქეოლოგ. სერია), 1976, №2, გვ. 170
  2. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 205
  3. გ. აბრამიშვილი, სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977, გვ. 35–36
  4. თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957, გვ. 15
  5. Джавахишвили И. А. К вопросу о времени построения грузинского храма в Атене по вновь обследованным эпиграфическим памятникам // Христианский Восток. СПб., 1912. Т. 1. Вып. 3. С. 278
  6. თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957, გვ. 28–29
  7. ზ. ალექსიძე, ატენის სიონის ოთხი წარწერა, თბ., 1983, გვ. 12–13