შინაარსზე გადასვლა

ჰოფტაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოფტაგის ამსახველი სურათი ვიურცბურგის ეპისკოპოსების ქრონიკიდან, არათანამედროვე

ჰოფტაგი (გერმ. Hoftag) — შუა საუკუნეების გერმანიაში სახელწოდება, რომლითაც მოიხსენიებდნენ არაოფიციალურ და არარეგულარულ კრებას, რომელსაც იწვევდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ან რომაელთა მეფე. უშუალოდ მონარქის გარდა, კრებას ესწრებოდნენ იმპერიის ფარგლებში მყოფი არჩეული მთავრები. კრებაზე განიხილებოდა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საქმეები.[1] ადრეული ერუდიცია ამ ყრილობებს უკავშირებს იმპერიის რაიხსტაგს (გერმ. Reichstag), თუმცა ამ კრებებზე განიხილავდნენ არა ზოგადად იმპერიას, არამედ მის ინდივიდუალურ მმართველებს. ფაქტია, რომ რაიხსტაგის სამართლებრივი ინსტიტუტი გაცილებით უფრო გვიან შეიქმნა.

  • Karl-Friedrich Krieger: König, Reich und Reichsreform im Spätmittelalter. 2nd revised edition. Oldenbourg, Munich, 2005, ISBN 3-486-57670-4, (Enzyklopädie Deutscher Geschichte 14).
  • Malte Prietzel: Das Heilige Römische Reich im Spätmittelalter. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 2004, ISBN 3-534-15131-3, (Geschichte kompakt - Mittelalter).
  1. ჰოფტაგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-15. ციტირების თარიღი: 2014-03-04.