შინაარსზე გადასვლა

ჰონდურასის კომუნისტური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰონდურასის კომუნისტური პარტია

ჰონდურასის კომუნისტური პარტია (ჰკპ; ესპ. Partido Comunista de Honduras) — შეიქმნა 1927 წელს ქვეყანაში არსებული მარქსისტული ჯგუფების საფუძველზე. იარსება მხოლოდ 1932 წლამდე. თავიდან შეიქმნა ჰონდურასის მარქსისტების I ეროვნულ კონფერენციაზე 1954 წლის აპრილში. კონფერენციაზე მიიღეს პარტიის წესდება, აირჩიეს ცკ და გამოიტანეს დადგენილება გაზეთის გამოცემის შესახებ. დღიდან შექმნისა ჰკპ იატაკქვეშეთში მოქმედებდა. 1958 წლის I ყრილობაზე აირჩიეს ახალი მმართველი ორგანოები, დაამტკიცეს წესდება და წამოაყვენეს „თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ჰონდურასისათვის“ ბრძოლის ლოზუნგი. 1972 წლის აპრილში ჩატარდა ჰკპ-ის II ყრილობამ მოიწონა პოლიტიკური თეზისები, მიიღო პარტიის ახალი პროგრამა და წესდება და აირჩია პარტიის მმართველი ორგანოს ახალი შემადგენლობა. ჰკპ-ის III ყრილობა ჩატარდა 1977 წლის ივნისს არალეგალურად. ასევე არალეგალურად ჩატარდა ჰკპ-ის IV ყრილობა 1984 წლის იანვარს. ჰკპ დელეგაციები მონაწილეობდნენ კომუნისტური და მუშათა პარტიების საერთაშორისო თათბირების მუშაობაში (1957, 1960, 1969, მოსკოვი).

ჰკპ აგებულია დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპზე. პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, ყრილობებს შორის ცკ. ჰკპ-ის ცკ გენ. მდივანი იყო რიგობერტო პადილია რუში. ბეჭდვითი ორგანოები — ბიულეტენი „ტრაბახო“ (Trabajo) და მცირეფორმატიანი გაზეთი ვოს „პოპულარი“ (Voz Popular).