შინაარსზე გადასვლა

ჰიქსოსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიელი ხალხები ეგვიპტეში

ჰიქსოსები (ეგვ. ჰეკაუ-ხასუტ, „მთიანი ქვეყნების“, ანუ „უცხო ქვეყნის მეუფეები“) — აზიელი ტომები, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 1720 წელს წინა აზიიდან შეიჭრნენ ეგვიპტეში, დამკვიდრდნენ ნილოსის დელტაში (თითქმის 140 წელი იბატონეს) და დააარსეს თავიანთი დედაქალაქი ავარისი. სახელი ჰიქსოსები ეგვიპტურია, მანეთონთან იგი „მწყემსთა მეფეებს“ აღნიშნავს, ხოლო უფრო ადრე „ქვეყნების მმართველებს“. ჰიქსოსების ნამდვილი ეთნიკური სახელწოდება უცნობია. მათი სახელების უმეტესობა არიულ-ხურიტული წარმოშობისაა, სემიტურიც საკმაოდ ბევრია. ჰიქსოსების მეფეები სწრაფად „გაეგვიპტელდნენ“ და ფარაონის ტიტულებიც მიიღეს. მე-15-16 დინასტიებს უკვე ჰიქსოსური წარმოშობის დინასტიებად მიიჩნევდნენ. ჰიქსოსებმა ვერ შეძლეს მთელი ეგვიპტის დამორჩილება - თებესა და მეზობელ ოლქებში ეგვიპტელი მეფეები ისხდნენ. თებეს მმართველები სათავეში ჩაუდგნენ ჰიქსოსების წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ომს (ძვ. წ. 1650-1580 წწ.) იაჰმეს I-მა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ აიღო ავარისი და საბოლოოდ განდევნა ჰიქსოსები ქვეყნიდან. ჰიქსოსების მთავარი ღვთაება იყო სეთი.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჰიქსოსებისგან გაიცნეს ეგვიპტელებმა ცხენი და ბორბლიანი ტრანსპორტი.
  • ჰიქსოსები იყვნენ პირველები, ვინც ეგვიპტე ხანგრძლივი პერიოდით დაიპყრეს.
  • ჰიქსოსებმა გაამარტივეს ეგვიპტური დამწერლობა და შექმნეს ანბანური.