შინაარსზე გადასვლა

ჰელენ დუტრიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელენ დუტრიე
დაბადების თარიღი 10 ივლისი 1877
ტურნე, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი 1961 (83 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა

ბელგიის დროშა ბელგია

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1922 - დან
საქმიანობა ავიატორი
მეუღლე(ები) პიერ მორტიე
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენი

ჰელენ დუტრიე (ფრანგ. Hélène Dutrieu; დ. 10 ივლისი, 1877 — გ. 27ივნისი, 1961) — ბელგიელი ავიატორი, ერთ-ერთი პირველი პილოტი ქალი.[1]

ჰელენ დუტრიე დაიბადა 1877 წლის 10 ივნისს ბელგიის ქალაქ ტურნეში.

მისი ძმა ეჟენი ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი ველოსიპედისტი იყო და ჰელენი სწორედ მისი დამსახურებით დაინტერესდა რბოლებით. სანამ პილოტი გახდებოდა, დუტრიე მონაწილეობდა ველორბოლებში, როგორც Simpson Lever Chain ჯგუფის ნაწილი, დაამყარა რამდენიმე რეკორდი სიჩქარეში (1897-1899). დუტრიე გატაცებული იყო როგორც მოტოსპორტით, ასევე მანქანებით. ბერლინში ასპარეზობისას ის ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ექვსი თვის განმავლობაში მკურნალობდა.[2]

ელენ დურტიე

1908 წლის დეკემბერში იგი პირველად აიჭრა ჰაერში (ისე, რომ პილოტირების ერთი გაკვეთილიც კი არ გაუვლია ) "დემუაზელის" ტიპის მსუბუქი "სანტო დიუმონით", მაგრამ ჩამოვარდა. შემდეგ მან გადაწყვიტა ესწავლა და გამხდარიყო პილოტი. ამ მიზნით შევიდა "ფარმანის" სკოლაში. დუტრიემ ფრენის ტესტი ჩააბარა 1910 წლის 23 აგვისტოს, მაგრამ რატომღაც მისი ფრანგული ლიცენზია ბათილად იქნა მიჩნეული. მან შემდგომში ხელახლა ჩააბარა გამოცდა ბელგიაში (1910 წლის 25 ნოემბერს).

იმავე წლის სექტემბერში მან განახორციელა ორმოცდახუთკილომეტრიანი უწყვეტი ფრენა ბლანკენბერგიდან ბრიუგემდე და უკან. ჰელენმა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. გარდა შთამბეჭდავი მანძილისა, აღფრთოვანება გამოიწვია იმან, რომ დუტრიეს თან ახლდა მგზავრი — მისი მექანიკოსი ბო.[3]

1911 წელს ფლორენციაში გამართულ კონკურსზე ჰელენს თასი პირადად იტალიის მეფემ გადასცა. შემოდგომაზე მან მონაწილეობა მიიღო შეჯიბრებებში აშშ-ში, სადაც მიიღო პრიზი ყველაზე ხანგრძლივი ფრენისთვის. 1910 წელს მან გაიმარჯვა Coupe Femina-ს კონკურსში. ფრენა საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა (პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი ჰაერში საათზე მეტხანს დაჰყო), რამდენიმე დღის შემდეგ კი გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი. ფრენის ხანგრძლივობამ შეადგინა 2 საათი 35 წუთი. მან იფრინა 167 კილომეტრზე მეტი. 1911 წელს ჰელენმა კვლავ გაიმარჯვა, 254 კილომეტრი იფრინა 2 საათის 58 წუთის განმავლობაში.

1913 წელს ჰელენ დუტრიე იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის რაინდი საჰაერო მიღწევებისთვის.

პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენ დუტრიემ მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში, იცავდა პარიზს გერმანული თვითმფრინავების შემოტევისგან. ეს ოფიციალურად არსად დაფიქსირებულა, მაგრამ მემუარებიდან ცნობილია, რომ დუტრიე ფრენისას სადამკვირვებლო მისიას ასრულებდა. ომის შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი გახდა.[4]

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰელენ დიუტრიე ხელმძღვანელობდა საველე ჰოსპიტალს.

1922 წელს ჰელენი ცოლად გაჰყვა ფრანგ პიერ მორტიეს და მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მოგვიანებით იგი გახდა ფრანგული აერო კლუბის ქალთა განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი და დააწესა პრიზი 200 000 ფრანკის ოდენობით ქალებისთვის, რომლებიც შეასრულებდნენ ყველაზე ხანგრძლივ უწყვეტ ფრენას.[5]

პირველი ბელგიელი ავიატორი ქალი გარდაიცვალა 1961 წლის 27 ივნისს 83 წლის ასაკში.[6]

  1. "Helene Dutrieu, Aviator, Is Dead. French Pioneer Flier Won Legion of Honor in 1913". Ralph Cooper. Retrieved 31 May 2008. Although often referred to as French, Hélène was a Belgian (In 1922 she married a Frenchman, took up French nationality, and lived in France). She was born at Tournai on 10 July 1877. Like so many of the other early female aviators, she was a sportswoman who took up flying as a new sport. She lived in Paris, where she was a music-hall performer. Further, she was a champion on the bicycle, holding several speed records, including those of 1897-1999.
  2. "Hélène Dutrieu". National Air and Space Museum. Retrieved 11 September 2010. Helene Dutrieu of Belgium was known as the "girl hawk" of aviation because she was the most daring and accomplished female pilot of her time. She first soloed in France in 1909 and within a year was setting altitude and distance records. She thrilled the world in September of 1910 by flying non-stop from Ostend to Bruges, Belgium and she became the first Belgian woman to receive a pilot license on 25 November 1910. During her second year as an aviator ...
  3. "Le Véloce-sport : organe de la vélocipédie française". Gallica. 12 October 1893. Retrieved 10 March 2016.e Véloce-sport : organe de la vélocipédie française". Gallica. 12 October 1893. Retrieved 10 March 2016.
  4. Les Modes, March 1910
  5. "19C Female Riders". sixday.org.uk.
  6. "flying The Flume". Star. 20 February 1904. p. 4. Retrieved 10 March 2016.