შინაარსზე გადასვლა

ჰაჯი გულულარის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაჯი გულულარის სასახლე
აზერ. Hacı Quluların mülkü
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა აზერბაიჯანი
ქალაქი შუშა
მფლობელი გულუ მაჰამადალი ოღლუ
დაიწყო 1849
გაიხსნა 1849
განადგურდა 1992

ჰაჯი გულულარის სასახლე (აზერ. Hacı Quluların mülkü) — ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი ქალაქ შუშაში. აშენდა 1849 წელს მეორე გილდიის ვაჭრის გულუ მაჰამადალი-ოღლუს ბრძანებით.[1]

დღესდღეობით შემორჩენილია სასახლის კედლების ზოგიერთი ნაწილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა აშენდა „ჩუხურ მეჰელეში“ (უბანში) მეორე გილდიის ვაჭრის გულუ მაჰამადალი-ოღლუს (აზერ. Qulu Məhəmmədəli oğlu) დაკვეთით.[2] მშენებლობა 1849 წელს დაიწყო.[1] ჰაჯი გულუ, რომელიც ოდესღაც ჯაფარგულ-ხან მუჰამედგასან-ოღლუ სარიჯალი-ჯავანშირს (აზერ. Cəfərqulu xan Məhəmmədhəsən ağa oğlu Sarıcalı-Cavanşirə) ემსახურებოდა, ვაჭრობით იყო დაკავებული. შედეგად, დროთა განმავლობაში, იგი გახდა შუშის ერთ-ერთი უმდიდრესი ვაჭარი.[2]

სასახლეს ჰქონდა 46 ოთახი და ორი დიდი სასტუმრო ოთახი. რუსი მხატვრის ვასილი ვერეშჩაგინის (რუს. Верещагин, Василий Васильевич), რომელიც 1865 წელს ეწვია შუშას, ნახატზე ასახაულია ამ სასახლის ერთ-ერთ დარბაზი.[3] 1992 წელს, სომხების მიერ შუშას ოკუპაციის დროს ჰაჯი გულუს სასახლე დაბომბეს, შედეგად მისი კედლები დაინგრა.[3] ამჟამად შემორჩენილია კედლების ზოგიერთი ნაწილი.[2][4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე 2021 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Salamzadeh 1964, p. 172.
  2. 2.0 2.1 2.2 Hacıqulların malikanəsi az. virtualkarabakh.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 21, 2021. ციტირების თარიღი: December 20, 2021.
  3. 3.0 3.1 Əsirlikdə olan Azərbaycan abidələri az. armenianvandalism.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 19, 2016. ციტირების თარიღი: December 20, 2021.
  4. Зульфугар Ибрагимов. Все, что разрушили или присвоили армянские вандалы в Шуше ru. day.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 21, 2020. ციტირების თარიღი: December 20, 2021.