ჰანს ფონ სექტი
ჰანს ფონ სექტი (გერმ. Hans von Seeckt დ. 1866 — გ. 1936) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-პოლკოვნიკი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1885 წელს დაამთავრა გიმანაზია და დაიწყო სამხედრო სამსახური გრენადერთა გვარდიულ პოლკში. 1896 წელს დაასრულა სამხედრო აკადემია. 1897 წელს დაინიშნა მესამე საარმიო კორპუსის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის წინ ეკავა ამავე შტაბის უფროსის თანამდებობა. ომის დაწყებისთანავე იბრძოდა გენერალ ფონ კლაკის პირველ არმიაში დასავლეთის ფრონტზე. 1915 წლის მარტში დაინიშნა აღმოსავლეთის ფრონტზე მე-11 არმიის შტაბის უფროსად. წარმატებით იბრძოდა სერბეთის ფრონტზე, სადაც მისი ხელმძღვანელობით განადგურებულ იქნა სერბეთის არმია. 1916 წლის ივნისში დაინიშნა ავსტრიის მე-7 არმიის შტაბის უფროსად. 1917 წლის დეკემბერში დაინიშნა კონსტანტინოპოლში ოსმალეთის იმპერიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად. ამ თანამდებობას იკავებდა ომის დასრულებამდე. 1918 წლის 4 ნოემბერს, ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, დაბრუნდა გერმანიაში. 1919 წლის თებერვლიდან იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გერმანიის დელეგაციის წევრი. 1919 წლის ბოლოს დაინიშნა გერმანიის ჯარების უფროსად. 1920 წელს დაინიშნა ვაიმარის რესპუბლიკის სახმელეთო ჯარების სარდლად და უდიდესი სამუშაო ჩაატარა ამ ძალების აღმშენებლობის და ორგანიზაციის საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამყარდა საიდუმლო სამხედრო კავშირები საბჭოთა რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან, რაც გამოიხატებოდა ერთობლივ წვრთნებში და სამხედრო ტექნოლოგიური სიახლეების ერთობლივ დამუშავებაში. 1926 წლიდან გავიდა თადარიგში. გარდაიცვალა 1936 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Craig, Gordon. The Politics of the Prussian Army 1640-1945. Oxford University Press, 1964.
- The American Heritage Picture History of World War II Volume One. New York: American Heritage Publishing Company, 1966
- Seaton, Albert: The German Army 1933-45. ISBN 0-297-78032-8.
- Corum, James S.: The Roots of Blitzkrieg. Hans von Seeckt and the German Military Reform. 3. Auflage, Lawrence (Kansas) 1992, ISBN 0-7006-0541-X.