ჰანს ადოლფი (ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი)
იოჰან ადოლფი | |
---|---|
წოდებები | |
დაიბადა | 27 თებერვალი, 1575 |
გარდაიცვალა | 31 მარტი, 1616, (41 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | ავგუსტა დანიელი |
შვილ(ებ)ი | რვა შვილი |
მამა | ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი |
დედა | კრისტინა ჰესენელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
ჰანს ადოლფ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Hans Adolf af Holsten-Gottorp; დ. 27 თებერვალი, 1575 — გ. 31 მარტი, 1616) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და კრისტინა ჰესენელის ვაჟი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი 1590-1616 წლებში.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰანს ადოფლი დაიბადა 1575 წლის 27 თებერვალს გოტორპის სასახლეში. იგი იყო დანიის მეფე ფრედერიკ I-ის უმცროსი ვაჟის, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და მისი ცოლის, კრისტინა ჰესენელის უმცროსი ვაჟი. 1586 წელს იგი ლიუბეკის პრინც-ეპისკოპოსი გახდა, 1589 წელს კი ბრემენის პრინც-არქიეპისკოპოსი. მამისა და ორი უფროსი ძმის დაღუპვის შემდეგ, იგი 1590 წელს ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი გახდა. ტახტზე ასვლის შემდეგ მან ლიუბეკისა და ბრემენის პრინც-ეპისკოპოსის წოდებები თავის უმცროს და საყვარელ ძმას, ჰანს ფრედერიკს გადასცა. იგი გარდაიცვალა 1616 წლის 31 მარტს, შლეზვიგში.
ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1596 წლის 30 აგვისტოს, ჰანს ადოლფი დაქორწინდა დანიის მეფე ფრედერიკ II-ისა და დედოფალ სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველის ასულ ავგუსტა დანიელზე, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი:
- ფრედერიკ III (1597-1659), ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია ელიზაბეთ საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა თექვსმეტი შვილი;
- ელიზაბეთ სოფია (1599-1629), ცოლად გაჰყვა საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ ავგუსტს;
- ადოლფი (1600-1631), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
- დოროთეა ავგუსტა (1602-1682), ცოლად გაჰყვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ იოაკიმ ერნესტს;
- ჰედვიგი (1603-1657), ცოლად გაჰყვა ზულცბახის პფალცგრაფ ავგუსტს;
- ანა (1605-1623), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- ჰანსი (1606-1655), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
- კრისტიანი (1609), გარდაიცვალა ჩვილობაში;
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Karl Ernst Hermann Krause: Johann Adolf (Herzog von Schleswig-Holstein-Gottorf). In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 14, Duncker & Humblot, Leipzig 1881, S. 412 f.
- Christof Römer: Johann Adolf. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 10, Duncker & Humblot, Berlin 1974, ISBN 3-428-00191-5.