ჯულია გარნერი
ჯულია გარნერი | |
---|---|
გარნერი 2020 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე | |
დაბადების თარიღი |
1 თებერვალი, 1994 ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2010-დღემდე |
ჯულია გარნერი (ინგლ. Julia Garner; დ. 1 თებერვალი, 1994)[1] — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია რუთ ლენგმორის როლით Netflix-ის კრიმინალურ დრამატულ ტელესერიალში, „ოზარკი“, რისთვისაც მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისაგან და გადაეცა პრაიმტაიმის ემი ჯილდო დრამატულ ტელესერიალში შესრულებული მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის.
გარნერს სხვა სერიალებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა: „FX“-ს დრამატული სერიალი „ამერიკელები“ (2015-დღემდე), ნეთფლიქსის შავი კომედიური-დრამატული მინი სერიალი „მანიაკი“ (2018), და „ბრავოს“ კრიმინალური სერიალი „მატყუარა ჯონი“ (2018-2019).
გარნერი გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „მართა, მარსი, მეი, მარლენი“ (2011), „მარტოსულობის უპირატესობანი“ (2012), „ცოდვების ქალაქი 2“ (2014). მთავარი როლები ითამაშა რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „ელექტრონული ბავშვები“ (2012), „ჩვენ ვართ ის რაც ვართ“ (2013), „ბებია“ (2015), „წითელი პამიდორი“ (2017) და „ასისტენტი“ (2019).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Shattuck, Kathryn (March 1, 2013). „Already a Cinema Veteran at 19“. The New York Times.