შინაარსზე გადასვლა

ჯორთპირის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯორთპირის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლეურის დასავლეთით, პავლეურის ნამოსახლარისაკენ მიმავალ გზაზე, ე. წ. წმინდა ტყეში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ნასოფლარზე შემორჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა ღრმულები და ნატეხი ქვით ნაგები ეკლესიისა და გალავნის ნანგრევები. არქეოლოგიური მასალიდან საყურადღებოა შუა საუკუნეების ხელადის გრძივნაჭდევებიანი ყურები. მოპოვებული მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.