შინაარსზე გადასვლა

ჯემი (შეჰზადე)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემი
Sultan Cem
კასთამონუს სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1469
მმართ. დასასრული: 1474
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
ყარამანის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1474
მმართ. დასასრული: 1481
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 დეკემბერი, 1459
დაბ. ადგილი: ედირნე, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 25 თებერვალი, 1495
შვილები: აბდულა, ოგუზ-ხანი, პირ-მუჰამედი, აიშე
დინასტია: ოსმანები
მამა: მეჰმედ II
დედა: ჩიჩეკ ხათუნი
რელიგია: ისლამი

სულთან ჯემი (თურქ. Sultan Cem; დ. 22 დეკემბერი, 1459 — გ. 25 თებერვალი, 1495) — ნაკლებად ცნობილი როგორც შეჰზადე ჯემი (თურქ. Şehzade Cem) — ოსმალეთის სულთნის, მეჰმედ II-ისა და ჩიჩეკ ხათუნის შვილი. კასთამუნოსა და ყარამანის სანჯაყების მმართველი.

სულთან ჯემი დაიბადა 1459 წლის 22 დეკემბერს მეჰმედ II-ისა და ჩიჩეკ ხათუნის ოჯახში. 1469 წელს, მეჰმედ II-მ, კასთამონუს სანჯაყში გაგზავნა, ხოლო 1474 წელს — კასთამონუდან ყარამანში. მისი ძმა - შეჰზადე ბაიაზიდი (მომავალში ბაიაზიდ II) მართავდა ამასიის სანჯაყს, რომელიც დედაქალაქიდან ბევრად შორს იყო ვიდრე ჯემის სანჯაყი, ამიტომ წესით და რიგით, მეჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, დედაქალაქში პირველად ის უნდა აღმოჩენილიყო.

1481 წელს გარდაიცვალა მეჰმედ II, ოსმალეთის დიდმა ვეზირმა ორივე შეჰზადესთან შიკრიკი გაგზავნა, რათა მათთვის ეცნობებინა მამის გარდაცვალების ამბავი. დიდი ვეზირი, ქარამანლი მეჰმედ-ფაშა თვლიდა, რომ მაცნე პირველად ჯემთან ჩავიდოდა, დედაქალაქში პირველად ის ჩამოვიდოდა და სულთნის ტახტს დაიკავებდა. მაგრამ ასე არ მოხდა: შეჰზადე ბაიაზიდის მომხრეებმა გზაში მაცნე შეაფერხეს, რის შედეგადაც პირველად მამის გარდაცვალების ამბავი ბაიაზიდმა გაიგო და ჯემს დედაქალაქში ჩაასწრო.

ჯემი ამ ერთ დამარცხებას არ შეჰგუებია. მან დაიწყო ამბოხებისთვის მზადება. 1482 წელს, მისი არმია ბაიაზიდის არმიას დაუპირისპირდა და დაამარცხა. სულთან ბაიაზიდმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა, მაგრამ ამ მისიის შესრულება ვერ მოახერხეს. ბაიაზიდმა დასაჯა ჯემის მომხრეები და თავად ჯემი ქვეყნიდან გადაასახლა.

ჯემმა თავი ეგვიპტეს შეაფარა. სწორედ ეგვიპტეს იყენებდა ის ძმის, ბაიაზიდის წინააღმდეგ, რათა ჩამოეგდო სულთნის ტახტიდან და იგი თავად მას დაეკავებინა. მაგრამ ვერაფერს ხდებოდა. 1495 წელს, როცა ბაიაზიდი მიხვდა, რომ მის ტახტს ჯემის მხრიდან უკვე ძალზედ სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, ჯემი ეგვიპტეშივე მოაწამვლინა და ტახტის შემცილებლის გარეშე განაგრძო ოსმალეთის მართვა.