ცერკნიცის ტბა
ცერკნიცის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 45°45′08″ ჩ. გ. 14°23′06″ ა. გ. / 45.75222° ჩ. გ. 14.38500° ა. გ. | |
მდებარეობა | სლოვენია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 546–551 მ |
სიგრძე | 10.5 კმ |
სიგანე | 4.7 კმ |
ფართობი | 38 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | ~10 მ |
ცერკნიცის ტბა (სლოვენ. Cerkniško jezero) — დროებითი კარსტული ტბა სლოვენიაში. მდებარეობს კარსტის პლატოზე, ცერკნიცის პოლიეს სამხრეთ ნაწილში,[1] ზღვის დონიდან 546–551 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი მერყეობს 28 კმ²-დან 38 კმ²-მდე. ტბის სიგრძეა 10.5 კმ, ხოლო სიგანე 4.7 კმ.[2]
ორიენტირებულია დინარიდების მიმართულებით ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და წელიწადის მეტ დროს წყლითაა ამოვსებული,[1] რა დროსაც სლოვენიის უდიდეს ტბას წარმოადგენს. ტბის ქვაბულს სამხრეთით ესაზღვრება იავორნიკის ბორცვები, ხოლო ჩრდილოეთით სლივნიცა. დამახასიათებელია კონტინენტური კლიმატი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 9.2 °C. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა დაახლოებით 1700 მმ.[3]
ველური ბუნების მნიშვნელოვანი ადგილსამყოფელია, განსაკუთრებით ფრინველთა ბუდობის თვალსაზრისით. ბოტანიკურად, განირჩევა წყალხმელეთა მცენარეების მრავალფეროვნებით, რის გამოც Natura 2000-ის ორი დაცული ტერიტორიის ნაწილია.[4]
ცნობილია ანტიკური ხანიდან. მოხსენიებული ჰყავს გეოგრაფ სტრაბონს თავის „გეოგრაფიაში“.[5] 1687 წლის ნოემბერში ტბა აღწერა სლოვენიელმა სწავლულმა იანეზ ვაიკარდ ვალვაზორმა.[6] დასვენების პოპულარული ადგილია. ტბის სიახლოვესაა ქალაქი ცერკნიცა.[7]
2006 წლის 19 იანვრიდან ცერკნიცის ტბა დაცულია რამსარის კონვენციით.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Cerkniško polje. Enciklopedija naravne in kulturne dediščine na Slovenskem
- ↑ Cerkniško polje. Notranjski park
- ↑ Information Sheet on Ramsar Wetlands (RIS)
- ↑ Projektno območje. Notranjski regijski park
- ↑ Strabo, Strabo, Geography, v. 7, ch. 5 at perseus.tufts.edu
- ↑ Lacus Cirknicensis potiora phaenomena ex principiis physicis et mathematicis explanata
- ↑ Boating. Notranjski park
- ↑ Cerkniško jezero z okolico. Ramsar Sites Information Service