ჩქერი
ჩქერი — ნატანით ჩამოყალიბებული მდინარის კალაპოტის წყალმარჩხი მონაკვეთი.[1][2] წარმოიქმნება წყლის ნაკადის მიერ კალაპოტის არათანაბარი წარეცხვის შედეგად მდინარის ფსკერზე ქვიშის გარდიგარდმო ზვინულის დაგროვების ადგილას. ქვიშის ზვინულის დამრეცი კალთა მდინარის აღმაა მიმართული, ციცაბო — დაღმა და ნაკადი სწრაფად ეშვება მასზე. ჩქერი, ვაკე მდინარეების მეზორელიეფის ტიპური ფორმაა. ხშირად განლაგებულია კლაკნილის გადახრის ადგილას.[3]
ჩქერი ლუბრმასთან ერთად მდინარეებზე წარმოქმნის სისტემას — ლუბრმა-ჩქერი-ლუბრმა. ეს სისტემა ისევე როგორც რელიეფის სხვა კალაპოტური ფორმები, ნელ-ნელა გადაადგილდება კალაპოტის გასწვრივ; ამ პროცესს თან ახლავს შექცევადი (ნიშანცვლადი) კალაპოტური დეფორმაცია. ასეთი სისტემების გადაადგილების სიჩქარე ჩვეულებრივ არ აჭარბებს რამდენიმე ასეულ მეტრს წელიწადში. გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე ჩქერებისთვის დამახასიათებელია კალაპოტის სწორხაზოვან მონაკვეთებზე. იგი მატულობს ნატანის სისხოს შემცირებასთან ერთად. ჩქერი აგებულების მიხედვით სულ სამი სახისაა.[4][3]
სისტემა ლუბრმა-ჩქერი-ლუბრმას მეტად დამახასიათებელი ელემენტებია ზედა და ქვედა ლუბრმული ღარტაფი და ზედა და ქვედა (ან მარცხენა და მარჯვენა ნაპირის) ჩქერული გვერდული. დინებით ზედა ჩქერის წყალქვეშა კალთა უფრო დამრეცია, ქვედა ფერდი უფრო ციცაბო. ტიპური ჩქერი წარმოადგენს ალუვიონის გროვას. ჩვეულებრივ განლაგებულია ჯგუფებად.[3]
ჩქერის მეტად წყალმარჩხ ნაწილს — სანაპირო მეჩეჩს — გვერდული ეწოდება. ჩქერის მეტად ღრმა მონაკვეთი მომიჯნავე ლუბრმულ ღარტაფებს შორის ჩქერის ვარცლის სახელწოდებითაა ცნობილი. მასზე გადის უდიდესი სიღრმეების ხაზი და სანაოსნო ფარვატერი. ჩქერზე ფარვატერის მეტად წყალმარჩხი ნაწილი ცნობილია ჩქერის თხემის სახელწოდებით.[3]
მცირე სიღრმის მიუხედავად (განსაკუთრებით წყალმცირობისას) ჩქერი აფერხებს ნაოსნობას.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Leopold, L.; Wolman, M. G. (1957). River channel patterns: Braided, meandering, and straight. Washington, D.C.
- ↑ Перекат | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-29. ციტირების თარიღი: 2021-02-21.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 | Научно-популярная энциклопедия «Вода России»
- ↑ Маккавеев Н.И. Русло реки и эрозия в ее бассейне. Москва: МГУ, 2003