ჩვეულებრივი ჩიტის ბირკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი ჩიტის ბირკა

ყვავილები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ჩიტის ბირკა
სახეობა:  ჩვეულებრივი ჩიტის ბირკა
ლათინური სახელი
Lappula squarrosa (Retz.) Dumort., 1827
სინონიმები
სია
    • Cynoglossospermum consanguineum (Fisch. & C.A.Mey.) Kuntze
    • Cynoglossospermum lappula (L.) Kuntze
    • Cynoglossum clusii Loisel.
    • Cynoglossum lappula Scop.
    • Cynoglossum lusitanicum Fortis
    • Echinospermum alpinum Schur
    • Echinospermum casanense Wierzb. ex Ledeb.
    • Echinospermum consanguineum Fisch. & C.A.Mey.
    • Echinospermum costae Sennen
    • Echinospermum cynoglossoides E.Mey. ex A.DC.
    • Echinospermum fabrei Sennen
    • Echinospermum ispahanicum Boiss.
    • Echinospermum lappula (L.) Lehm.
    • Echinospermum squarrosum (Retz.) Rchb.
    • Echinospermum vulgare Sw. ex Schrad.
    • Lappula consanguinea (Fisch. & C.A.Mey.) Gürke
    • Lappula consanguinea var. cupuliformis C.J.Wang
    • Lappula echinata Gilib. ex Kuntze
    • Lappula echinata var. erecta (A.Nelson) Brand
    • Lappula echinata var. grandiflora Kuntze
    • Lappula echinata var. normalis Kuntze
    • Lappula erecta A.Nelson
    • Lappula lappula (L.) H.Karst.
    • Lappula myosotis Moench
    • Lappula myosotis Wolf
    • Lappula squarrosa var. erecta (A.Nelson) Dorn
    • Myosotis echinosperma Mazziari
    • Myosotis lappula L.
    • Myosotis squarrosa Retz.
    • Rochelia lappula (L.) Roem. & Schult.

ჩვეულებრივი ჩიტის ბირკა, გაფარჩხული ჩიტის ბირკა (ლათ. Lappula squarrosa) — ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 80 სმ სიმაღლის, ერთეული, სწორად მდგომი, შეფოთლილი, ზედა ნაწილში გაფარჩხულად დატოტვილი, შებუსული ღერო. ფოთლები 7 სმ სიგრძისა და 5-6 მმ სიგანისაა, ფესვთანური ფოთლები ნიჩბისებურია, ღეროსეული – ხაზური ან ლანცეტა. ყვავილედი მოკლე, საგველასებურია ან თითქმის ფარისებური. გვირგვინი ცისფერია, სიგრძით 4,5 მმ-მდე. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივნისში.[1]

გავრცელებულია კავკასიაში, ევროპაში, მცირე და შუა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა, იშვიათად – სუბალპურ სარტყლამდე, ხშირად, როგორც სარეველა.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 104.