ჩვეულებრივი ჩიტის ბირკა
იერსახე
| ჩვეულებრივი ჩიტის ბირკა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ყვავილები | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Lappula squarrosa (Retz.) Dumort., 1827 | |||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||
|
სია
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
ჩვეულებრივი ჩიტის ბირკა, გაფარჩხული ჩიტის ბირკა (ლათ. Lappula squarrosa) — ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 80 სმ სიმაღლის, ერთეული, სწორად მდგომი, შეფოთლილი, ზედა ნაწილში გაფარჩხულად დატოტვილი, შებუსული ღერო. ფოთლები 7 სმ სიგრძისა და 5-6 მმ სიგანისაა, ფესვთანური ფოთლები ნიჩბისებურია, ღეროსეული – ხაზური ან ლანცეტა. ყვავილედი მოკლე, საგველასებურია ან თითქმის ფარისებური. გვირგვინი ცისფერია, სიგრძით 4,5 მმ-მდე. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივნისში.[1]
გავრცელებულია კავკასიაში, ევროპაში, მცირე და შუა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა, იშვიათად – სუბალპურ სარტყლამდე, ხშირად, როგორც სარეველა.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთო ხედი
- ყვავილები
- ნაყოფედი
- ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 104.