ჩერნოგორიის აჯანყება, 13 ივლისის აჯანყება — უმსხვილესი ანტიფაშისტური და ანტინაცისტური აჯანყება. დაიწყო ჩერნოგორიაში1941 წლის 13 ივლისს. ორგანიზებული იყო ჩერნოგორიელი ანტიფაშისტებისა და კომუნისტების მიერ. 13 ივლისს ჩერნოგორიელმა პარტიზანებმა დაიწყეს ღია ბრძოლა იტალიელი ოკუპანტების წინააღმდეგ. ისტორიკოსების შეფასების თანახმად, აჯანყებაში ჩართული იყო 30 ათასი პარტიზანი.
აჯანყების მიზანი იყო მოწოდება ჩერნოგორიელი ხალხისადმი და იტალიისა და გერმანიის საოკუპაციო ძალების მიმართ წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება, ასევე ბრძოლა ხორვატი და ალბანელი კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ. აჯანყება წარმატებით დაიწყო და პარტიზანული ძალების მოულოდნელი დარტყმის შედეგად გადაიზარდა ბრძოლაში ოკუპანტების წინააღმდეგ.
13 ივლისი ჩერნოგორიაში სადრესასწაულო დღეა. ისფრ-ის პერიოდში ეწოდებოდა „ჩერნოგორიის ხალხის აჯანყების დღე“, ამჟამად კი „ჩერნოგორიის დამუკიდებლობის დღე“ ეწოდება.