ჩერნოგორიის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერნოგორიის აჯანყება
იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელი ომის ნაწილი

იტალიელები ხვრეტენ აჯანყებულ ჩერნოგორიელებს
თარიღი 13-16 ივლისი, 1941
მდებარეობა ჩერნოგორია
Casus belli იტალიელების მიერ ჩერნოგორიის ოკუპაცია
შედეგი ჩერნოგორიელების სტრატეგიული გამარჯვება, ქვეყანაში დაიწყო ანტიფაშისტური მოძრაობა
მხარეები
ჩერნოგორია იტალიის სამეფო, ალბანეთი
მეთაურები
მილოვან ჯილასი,
პეკო დაპჩევიჩი,
არსო იოვანოვიჩი,
სავო ოროვიჩი,
მოშა პიადე
ალესანდრო პირციო ბიროლი,
სერაფინო მაცოლინი,
პრეკ ჩალი,
ოსმან რასტოდერი
ძალები
30 ათ. პარტიზანი 70 ათ. ჯარისკაცი
დანაკარგები
72 დაღუპული,
52 დაჭრილი
735 დაღუპული,
1120 დაჭრილი,
2070 ტყვე
ჩერნოგორიის აჯანყება ვიკისაწყობში

ჩერნოგორიის აჯანყება, 13 ივლისის აჯანყება — უმსხვილესი ანტიფაშისტური და ანტინაცისტური აჯანყება. დაიწყო ჩერნოგორიაში 1941 წლის 13 ივლისს. ორგანიზებული იყო ჩერნოგორიელი ანტიფაშისტებისა და კომუნისტების მიერ. 13 ივლისს ჩერნოგორიელმა პარტიზანებმა დაიწყეს ღია ბრძოლა იტალიელი ოკუპანტების წინააღმდეგ. ისტორიკოსების შეფასების თანახმად, აჯანყებაში ჩართული იყო 30 ათასი პარტიზანი.

აჯანყების მიზანი იყო მოწოდება ჩერნოგორიელი ხალხისადმი და იტალიისა და გერმანიის საოკუპაციო ძალების მიმართ წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება, ასევე ბრძოლა ხორვატი და ალბანელი კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ. აჯანყება წარმატებით დაიწყო და პარტიზანული ძალების მოულოდნელი დარტყმის შედეგად გადაიზარდა ბრძოლაში ოკუპანტების წინააღმდეგ.

13 ივლისი ჩერნოგორიაში სადრესასწაულო დღეა. ისფრ-ის პერიოდში ეწოდებოდა „ჩერნოგორიის ხალხის აჯანყების დღე“, ამჟამად კი „ჩერნოგორიის დამუკიდებლობის დღე“ ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Maclean, Fitzroy (1957). Disputed Barricade: The Life and Times of Josip Broz-Tito, Marshal of Jugoslavia. London: Jonathan Cape. 
  • Pajović, Radoje (1977). Kontrarevolucija u Crnoj Gori: Četnički i federalistički pokret 1941–1945 (Serbo-Croatian). Cetinje, Yugoslavia: Obod. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]