შურაი-ისლამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შურაი-ისლამი (არაბ. „ისლამის საბჭო“ ან „ისლამური საბჭო“) — კონტრრევოლუციური, ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური ორგამიზაცია თურქესტანში (თურქმენეთში) 1917-1918 წლებში; ბასმაჩობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. დააარსეს ჯადიდებმა 1917 წლის მარტში ტაშკენტში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ორგანიზაციამ „კოკანდის ავტონომიის“ შექმნა გამოაცხადა. 1918 წელს თურქესტანის სახკომსაბჭომ „შურაი-ისლამი“ გააუქმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]