შოთა ნადირაშვილი
შოთა ნადირაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 იანვარი, 1926 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 2011 (85 წლის) |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფსიქოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
შოთა ნადირაშვილი (დ. 26 იანვარი, 1926 — გ. 13 აგვისტო, 2011) — ქართველი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1968). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1980-1985 წლებში იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1985 წლიდან 2006 წლამდე ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებზე (გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, მექსიკა) განწყობის ფსიქოლოგიის სიმპოზიუმების თავმჯდომარე. მრავალი საერთაშორისო ფსიქოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი საბჭოს წევრი.
შოთა ნადირაშვილი არის განწყობის ანთროპული თეორიის ავტორი. მისი ძირითადი კვლევები შეეხება ზოგად, პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიის საკითხებს. მუშაობდა აღქმის, აზროვნების, განწყობისა და აღზრდის საკითხებზე. გამოკვეთა ქცევის სამი იერარქიული დონე: უმდაბლესი – ინდივიდისა (ცხოველის ქცევა, ან ადამიანის გაუცნობიერებელი ქცევა, საშუალო – სუბიექტისა (მეტყველი და მოაზროვნე ადამიანისა); უმაღლესი – პიროვნებისა (ნებელობის მქონე ადამიანისა). ამ სამივე დონეს აერთიანებს განწყობის ზოგადი კანონზომიერებანი, მაგრამ თითოეულს თავიანთი მახასიათებლებიც აქვთ. დიდ ყურადღებას უთმობდა ასევე გამოყენებითი ფსიქოლოგიის საკითხებს. იყო 250 სამეცნიერო შრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია: „განზოგადების უნარის განვითარება სასკოლო ასაკში“ (1964); „აღქმის ფსიქოლოგიის პრობლემები“; (1976) „პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგია“ (1974); პროპაგანდის ფსიქოლოგია (1980); განწყობის ფსიქოლოგია ტომი I – II (1983-1985); „განწყობა და ქცევა“ (1998).
ნადირაშვილი ცნობილი იყო აგრეთვე როგორც საზოგადო მოღვაწე. იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი გარდაიცვალა 2011 წელს, 85 წლის ასაკში.[1] დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განზოგადების განვითარება სასკოლო ასაკის ბავშვებში., მეცნიერება. თბ., 1963;
- განწყობის ფსიქოლოგია. მეცნიერება, ტ. I. თბ., 1983;
- განწყობის ფსიქოლოგია. მეცნიერება, ტ. II. თბ., 1983;
- Установка и деятельность. «Мецниереба», Тб., 1987;
- განწყობის ფსიქოლოგიის ექპერიმენტული საფუძვლები. მეცნიერება. თბ. 2004.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოთა ნადირაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შოთა ნადირაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საიტზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2023
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 26 იანვარი
- დაბადებული 1926
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 13 აგვისტო
- გარდაცვლილი 2011
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ქართველი საზოგადო მოღვაწეები
- ქართველი ფსიქოლოგები
- ნადირაშვილები