შინაარსზე გადასვლა

შოთა თეთვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა გიორგის ძე თეთვაძე (დ. 15 აპრილი, 1932, სოფ. პტენა, ახლანდელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, — გ. ოქტომბერი, 2005) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1983).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1957–1961 წლებში იყო საბჭოთა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე. 1962–1991 წლებში მუშაობდა საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მოძღვრებათა ინსტიტუტში, 1992 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა საქართველოს უახლესი სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის, პოლიტოლოგიის, ისტორიული დემოგრაფიის, ეკოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემებს.

  • პოლიტიკა (შემდგენელი). - თბილისი, ელფი, 1999. - 160გვ.
  • სომხები საქართველოში (უძველესი დროიდან დღემდე) : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, 1998. - 240გვ.
  • პოლიტიკური ინსტიტუტები-ხელისუფლების განხორციელების მექანიზმი (ავტორი). - თბილისი, ტექნ. უნ-ტის გამ-ბა, 1997. - 60გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]