შირაკის აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შირაკის აეროპორტი
Շիրակ Օդանավակայան
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
მფლობელი/ოპერატორი სომხეთის საერთაშორისო აეროპორტები CJSC
ემსახურება გიუმრი
ადგილმდებარეობა გიუმრი, შირაკი, სომხეთი
სიმაღლე ზდ 1 524
კოორდინატები 40°45′01″ ჩ. გ. 43°45′33″ ა. გ. / 40.75028° ჩ. გ. 43.75917° ა. გ. / 40.75028; 43.75917 (შირაკის აეროპორტი)
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
02/20 3 220 ასფალტი

შირაკის საერთაშორისო აეროპორტი (სომხ. Շիրակ Օդանավակայան) — აეროპორტი სომხეთში. მდებარეობს შირაკში, გიუმრის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. აეროპორტი 1961 წელს აშენდა და ზვართნოცის აეროპორტის შემდეგ სიდიდით მეორეა სომხეთში. [1] 2006 წელს სომხეთში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო მეორე საერთაშორისო აეროპორტის ქონა, რადგან უამინდობის პერიოდში რეისების გადამისამართება იქ მომხდარიყო. სწორედ ეს როლი ითამაშა შირაკის აეროპორტმა. საჰაერო კონტროლის ახალი აღჭურვილობა აეროპორტის მომსახურე პერსონალს საშუალებას აძლევს აკონტროლოს 400 კმ რადიუსის საჰაერო სივრცე. [1] ჩეხურმა კომპანიამ პირველად გამოსცადა მსგავსი აღჭურვილობა მთიან რეგიონში. შირაკის აეროპორტი არის იმის მაგალითი, რომ ასეთი მოწყობილობების დაყენება რთულ რელიეფურ პირობებშიც შეიძლება.

2007 წლის 20 ივნისიდან, 20 ოქტომბრის ჩათვლით აეროპორტი დაიხურა სარემონტო სამუშაოების გამო. ამ დროში განახლდა ასაფრენი ბილიკის საფარი, განათება და მთავარი ტერმინალი.

ავიახაზები და დისტანცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავიაკომპანიები დანიშნულებები 
ურალის ავიახაზები მოსკოვი-დომოდედოვო
სარატოვის ავიახაზები მოსკოვი-დომოდედოვო

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი 2005 [2] 2006 [3] 2007 [3] 2008 [4] 2009 [4]
გამგზავრებულთა რაოდენობა 18,800 24,011 11,339 12,911 11,018
ჩამოსულთა რაოდენობა 27,300 22,399 7,291 9357 9089
სულ მგზავრების რაოდენობა 46,100 46,410 18,630 22,268 20,107
ექსპორტირებული ტვირთი (ტონებში) 20 3.1 N/A 2.0 0.13
იმპორტირებული ტვირთი (ტონებში) 126 15 6.2 62.6 2.43
სულ მიმოცვლილი ტვირთი (ტონებში) 146 18.1 6.2 64.5 2.56

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დირექტორია „Аэропорты и Авиакомпании, Авиапоставщики 2015 (СНГ и Балтия)“, М., 2015. — გვ. 640, ISBN 978-5-9905032-3-6.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სომხეთის საავიაციო დეპარტამენტი
  2. [1] სომხეთის სამოქალაქო ავიაციის 2005-2006 წლის მონაცემები
  3. 3.0 3.1 [2] სომხეთის სამოქალაქო ავიაციის 2006-2007 წლის მონაცემები
  4. 4.0 4.1 [3] სომხეთის სამოქალაქო ავიაციის 2008-2009 წლის მონაცემები