შვეიცარიის ალპები
შვეიცარიის ალპები | |
---|---|
შვეიცარიის ალპების ხედი იურის მთებიდან | |
კოორდინატები: 46°33′33″ ჩ. გ. 8°33′41″ ა. გ. / 46.55917° ჩ. გ. 8.56139° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
უმაღლესი წერტილი | მონტე-როზა |
სიმაღლე | 4634 მ |
შვეიცარიის ალპები (გერმ. Schweizer Alpen, ფრანგ. Alpes suisses, იტალ. Alpi svizzere, რეტორმ. Alps svizras) — ალპების მონაკვეთი შვეიცარიაში. ალპების ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო იგი ცნობილია ცენტრალური ალპების სახელწოდებით. აგებულია კრისტალური ქანებით, რომელიც ძირითადად შეიცავს მეტამორფულ ქანებს. ციცაბოდაა აღმართული მის ძირას მდებარე ვაკეებზე ჩრდილოეთით შვეიცარიის ზეგანზე, სამხრეთით კი — პოს დაბლობზე.
შვეიცარიის ალპების უმაღლესი მწვერვალია მონტე-როზა (4634 მ), რომელიც აღმართულია იტალიის საზღვრის სიახლოვეს. ყველაზე მაღალი მწვერვალი, რომელიც მთლიანად შვეიცარიის ტერიტორიაზეა მოქცეული არის მთა დომი (4545 მ). შვეიცარიის ტერიტორიის 65% ალპებს უკავია, რის გამოც შვეიცარია მიიჩნევა ერთ-ერთი ყველაზე ალპურ ქვეყანად. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია იკავებს მთლიანად ალპების ფართობის მხოლოდ 14% მრავალი ალპური ოთხიათასიანი მწვერვალი მოქცეულია შვეიცარიის ალპების ფარგლებში. გადასასვლელებიდან მნიშვნელოვანია სეპტიმერის უღელტეხილი (2310 მ).
გამყინვარების ფართობი უდრის 1230 კმ²-ს (შვეიცარიის ფართობის 3%). ბევრია ტბა. შვეიცარიის ალპები ვრცელდება შვეიცარიის ზეგნის სამხრეთით და ეროვნული საზღვრის ჩრდილოეთით. განვითარებულია ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმი აგრეთვე ალპინიზმი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შვეიცარიის ალპები“ ვიკისაწყობში.
- შვეიცარიის ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ალპების გამყინვარების შესახებ (ინგლისური)