ქუთბ შაჰი
იერსახე
ქუთბ შაჰი (ურდუ: سلطان قلی قطب شاه) — სულთანი ქული ქუთბ შაჰი, წარმოშობით თურქმანი ჰამადანიდან. ქუთბ შაჰის დინასტიის დამაარსებელი ინდოეთში. ჰოლკონდის სასულთნოს პირველი მმართველი. გარდაიცვალა 1543 წელს.
სუნიტი მაჰმადიანი ყარა-ყოიუნლუდან. ქული ქუთბი მე-16 საუკუნის დასაწყისში მოხვდა ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად დელიში. მოგვიანებით, გადაინაცვლა სამხრეთით დეკანში, სადაც ის ემსახურებოდა ბაჰმანის სულთანს. ბაჰმანის სასულთნოს დაშლის შემდეგ, მან მიიღო ქუთბ შაჰის ტიტული, შექმნა დამოუკიდებელი ჰოლკონდის სასულთნო და სათავე დაუდო ჰოლკონდის ქუთბ შაჰის დინასტიას.