ქვის ტყე
ქვის ტყე ან შილინი (ჩინ.: 石林) — კირქვული წარმონაქმნი ჩინეთში. ადმინისტრაციულად მდებარეობს შილინის ავტომონიურ რაიონში, იუნანის პროვინციაში. შილინი დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ კუნმინგიდან. კირქვული წარმონაქმნის ფართობია დაახლოებით 500 კმ². ქვის ტყის დასავლეთ ნაწილში არის ულამაზესი ტბა, სადაც გვხვდება სხვადასხვა უცნობი სახეობის თევზი.
სტალაგმიტების საშუალებით მაღალი კლდეები თითქოს ძირს ცვივდებიან, ბევრის აზრით ქვები ჰგვანან გაქვავებულ ხეებს, რაც ქმნის ქვებისგან შექმნილი ტყის ილუზიას. 2007 წლიდან ამ ადგილის ორი ნაწილი, ნაიგუ ქვის ტყე (乃古石林) და სუოგეი სოფელი (所各邑村), რომელიც სამხრეთ ჩინეთის კარსტული რელიეფის[1] შემადგენლობაშია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი გახდა. ეს ადგილი კლასიფიცირდა, როგორც AAA-კლასის ტურისტული ადგილი.[2]
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]400 კმ² ზე გადაჭიმული შილინის ეროვნული სასცენო ადგილი (昆明市石林风景区) დაყოფილია ექვს სასცენო ადგილად:
- დიდი და მცირე ქვის ტყეები (大、小石林) - აგრეთვე ცნობილი როგორც ლიზიჯინგ ქვის ტყე (李子菁石林)
- ნაიგუ ქვის ტყე (乃古石林)
- ჭიიუნის მღვიმე (芝云洞)
- მდინარე ჩანგი (长湖 სიტყვასიტყვით „გრძელი მდინარე“)
- მდინარე იუე (月湖 სიტყვასიტყვით „მთვარის მდინარე“)
- ჩანჩქერი დადიე (大叠水)
- ციფენგის მღვიმე (奇峰洞)
ეს ფორმირებები გამოწვეულია კირქვის ეროზიისგან, რომელიც 270 მილიონი წლით თარიღდება.[3] ის როგორც შიდა ასევე საზღვარგარეთის ტურისტულ ადგილად მიიჩნევა. ქალაქ კუნმინგიდან ტურისტებს შეუძლიათ ავტობუსით დაათვალიერონ ეს ადგილი, ასევე ახლო ტეროტორიებზე მთელი რიგი სასტუმროებია.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდის თანახმად ეს ტყე არის აშიმას (阿诗玛) დაბადების ადგილი, რომელიც იყო ულამაზესი ასული ჩინეთის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის იისა. მას შემდეგ რაც შეუყვარდა სატრფო, რომელსაც ცოლად ვერ გაყვებოდა ის ტყეში გადაიქცა ქვად, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.[4] აშიმა იქცა აკრძალული სიყვარულის სიმბოლოდ. მთვარის კალენდრით ყოველი წლის მეოთხე თვის ოცდამეოთხე დღეს ბევრი იის წარმომადგენელი აღნიშნავს თორჩის ფესტივალს (火把节 Huǒbă Jié), რომელიც მოიცავს ხალხურ ცეკვებსა და ჭიდაობის შეჯიბრებებს.
ტრანსპორტირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნმინგის აღმოსავლეთ ავტობუსების სადგურიდან დაახლოებით ორ საათში შესაძლებელია ავტობუსის დახმარებით ქვების ტყეში ჩასვლა. ასევე შესაძლოა მატარებლით გადაადგილება კუნმინგის მატარებლის სადგურიდან შილინის მატარებლის სადგურამდე.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]270 მილიონი წლის წინ ქვის ტყე იყო წყალმცირე ზღვა. ქვიშაქვების ფართო დეპოზიტები დაწოლილია კირქვის მიერ და გეოლოგიური პერმული პერიოდის დროს ყურეში ხდება აკუმულაცია. ამ რეგიონის აყოლებაზე რადიოაქტიურობა მაღალია, რასაც ემატება წყლისა და ქარის ზემოქმედება, რის შედეგადაც ფორმირდება კირქვის ქედები. ეს ფორმირება მანამ გრძელდება სანამ კარგად შესამჩნევი ხდება და ძალიან ჰგავს ფართო ტერიტორიაზე გადაჭიმულ ტყეს, რომელიც ქვებისგან შედგება, სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი „ქვის ტყე“.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ქვის ტყის ნაწილი წყალთან, რომლის სიღრმე ექვს მეტრს აღწევს
-
ქვის ტყე
-
ქვის ტყის ერთ-ერთი კლდე
-
ქვის ტყე
-
ქვის ტყის ნაწილი ტბასთან
-
ულამაზესი ასული აშიმა-აკრძალული სიყვარულის სიმბოლო
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Global Network of National Geoparks: Stone Forest Geopark (Shilin Geopark) დაარქივებული 2021-09-10 საიტზე Wayback Machine.
- Travelchinayunnan.com: Shilin Stone Forest Geopark webpage დაარქივებული 2007-11-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Twenty-two new sites inscribed on UNESCO’s World Heritage List, and one deleted during Committee meeting in Christchurch. UNESCO World Heritage Convention (June 29, 2007). ციტირების თარიღი: February 17, 2011.
- ↑ Chris Ryan, Gu Huimin and Fang Meng (2009). „Destination planning in China“, რედ. Chris Ryan and Gu Huimin: Tourism in China: Destination, Cultures and Communities, 1, გვ. 11–37. ISBN 9780203886366.
- ↑ Stone Forest from travelchinayunnan.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-22. ციტირების თარიღი: 2016-11-12.
- ↑ The legend of Ashima (阿诗玛的传说) Chinese. Yunnan Provincial Government Website (April 26, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 12, 2006. ციტირების თარიღი: February 17, 2011.
- ↑ "The Stone Forest" ChinaTour.net დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Accessed 2014-5-22