შინაარსზე გადასვლა

ფუძეენა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუძეენა (ზოგჯერ:საერთო ენა, პრაენა (უმართებულო), ფუძე-ენა და პროტო ენა (უმართებულო)) — ენათმეცნიერებაში არის იმ ენათა საერთო წინაპარი, რომლებიც ქმნიან ენათა ოჯახს. ფუძეენამ განიცადა დიფერენციაცია და მისი დიალექტები ისე დაშორდნენ ერთმანეთს რომ დამოუკიდებელ ენებად მოგვევლინენ.[1]. ერთი ფუძე ენიდან წარმოშობილი ენები მონათესავე ენებია. მონათესავე ენების ოჯახებსაც ჰქონიათ ერთი ფუძეენა. მაგ., ერთი ფუძეენიდან მომდინარეობს ინდოევროპული ენები, სხვა ფუძეენიდან იბერიულ-კავკასიური ენები და ასე შემდეგ. ინდოევროპულ ენებში თავისი ფუძეენა ჰქონდათ სლავურ ენებს, რომანულ ენებს, ხოლო იბერიულ-კავკასიურში - ქართველურ ენებს[1].

ხშირად პროტო ენა არაა დამოწმებული წყაროებში, თუმცა მათი ნაწილობრივი აღდგენა შესაძლებელია, ენათა ოჯახის შემადგენელი ენების შედარებით, ისტორიულ-შედარებითი მეთოდის საშუალებით[1]. ასეთებია მაგალითად პროტო-ქართველური ენა, პროტო-ინდოევროპული ენა.

ბევრი ენის აღდგენა მოხერხდა, მათგან აღსანიშნავია: პროტო-ინდოევროპული ენა, პროტო-ურალიკური და პროტო-დრავიდული.

თუმცა, ზოგ შემთხვევებში პროტო ენა დამოწმებულია არსებულ წყაროებში. მაგალითად, ლათინური, რომელიც არის რომანული ენების(ჯგუფში შედის ისეთი ცნობილი ენები, რომლებიცაა ფრანგული, იტალიური, ესპანური ...) პროტო ენა. ასევეა, პროტო-ნორვეგიულზე- თანამედროვე სკანდინავიური ენების პროტო ენა-, რომელიც დამოწმებულია წყაროებით , თუმცა ფრაგმენტულად.

პირველი ადამიანი იყო ავგუსტ შლაიხერი, რომელმაც დაიწყო სისტემატიკური აღდგენა დაუმოწმებელი ენებისა [2] .


  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 435.
  2. 1861 წელს პროტო-ინდოევროპული ენისთვის