შინაარსზე გადასვლა

ფრანკფურტის ფინანსური კვლევების ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Center for Financial Studies
დაფუძნდა 1967
ტიპი კვლევითი ინსტიტუტი
ქალაქი მაინის ფრანკფურტი
პროვინცია ჰესენის დროშა ჰესენი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
კავშირები ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი
http://www.ifk-cfs.de

ფრანკფურტის ფინანსური კვლევების ცენტრი (გერმ. Center for Financial Studies (CFS)) — კვლევების ცენტრი ფრანკფურტში, წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტს და ასოცირდება ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტთან. CFS ატარებს კველევებს ფინანსურ ბაზრებზე, ფინანსურ შუამავლებზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და მაკროენომიკაზე. ინსტიტუტის პრეზიდენტი ოტმარ ისსინგი, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი მთავარი ეკონომისტია. მმართველი დირეკტორები კი არიან: მაიკლ ჰალიასი, იან პიტერ კრამენი და უვე უოლზი. ინსტიტუტის სპონსორი ასოციაციის თავჯდომარეა როლფ ე. ბრეუერი.

CFS-ის კვლევის პროგრამა შედგება ხუთი კვლევითი სფეროსაგან, რომელთაგან თითოეული იმართება პროგრამის დირექტორის მიერ. სტუმარი მკლევარები და სტიპენდიანტები რეგულარულად თანამშროლობენ კვლევით პროექტებზე CFS-ს აკადემიურ პერსონალთან.

CFS მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დიალოგის არსებობას აკადემიასა და ფინანსურ საზოგადოებას შორის; რეგულარულად ორგანიზებული კონფერენციებით, კოლოქვიუმის, აკადემიური ფორუმის დისკუსიების და ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემებთან დაკავშირებული სპეციალისტების მიერ წარდგენილი პრეზენტაციებით. ცენტრი ასევე მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით ქსელებში.

1964 წელს გოეთეს უნივერსიტეტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზოგიერთი ბანკი, კერძოდ კი კერძო ბანკირები და ფრანკფურტის საფონდო ბირჟამ, შექმნა ფონდი კლევითი ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად. 1967 წელს ინსტიტუტი დაარსდა და ეწოდა „Institut für Kapitalmarktforschung“ (IFK). ინსტიტუტს დღესაც აფინანსებს „Gesellschaft für Kapitalmarktforschung e.V.“ (GfK), რომელიც იმავე წელს დაარსდა. ეს იყო პირველი კვლევითი ინსტიტუტი გერმანიაში, რომელიც მხოლოდ კაპიტალის ბაზრის საკითხებს მიეძღვნა. 1996 წელს ინსტიტუტმა დამატებით სახელი მიიღო „Center for Financial Studies“, რაც ასახავდა მის სამეცნიერო საქმიანობის მზარდ ინტერნაციონალურ ორიენტაციას. 2005 წელს CFS-მ გოეთეს უნივერსიტეთან თანამშრომლობით პირველად მიიღო Deutsche Bank (დოიჩ ბანკის) პრიზი ფინანსურ ეკონომიკაში. 2006 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი მთავარი ეკონომისტი, ოტმარ ისსინგი გახდა CFS-ის პრეზიდენტი.