ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი“
ინგლ. The Fast and the Furious: Tokyo Drift
ჟანრი მძაფრს-სიუჟეტიანი
რეჟისორი ჯასტინ ლინი
პროდიუსერი ნილ მორიცი
როლებში
  • ლუკას ბლეკი
  • ბოუ ვაუ
კომპოზიტორი ბრაიან ტაილერი
მწარმოებელი კომპანია

Universal Pictures

Relativity Media
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 16 ივნისი, 2006 წელი
ხანგრძლივობა 104 წუთი
ქვეყანა

გერმანიის დროშა გერმანია

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 85 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 159 მილიონი აშშ დოლარი

ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი (ინგლ. The Fast and the Furious: Tokyo Drift) — 2006 წლის მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია ჯასტინ ლინი, ხოლი სცენარის ავტორი კრის კორგანი. ეს არის ფორსაჟისფრანჩაიზის მესამე ნაწილი, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ლუკას ბლეკი, სუნგ კანგი, ბოუ ვაუ და ბრაიან ტი. ფორსაჟი 3:ტოკიო დრიფტი-ის მთავარი პერსონაჟი საშუალო სკოლის მოსწავლე მანქანებზე შეყვარებული შონ ბოსველია (ბლეკი), რომელიც მამასთან ერთად გაგზავნეს ტოკიოში საცხოვრებლად.

ლინი დირექტორად აიყვანეს ხვალ იქნება იღბალი-ში (2002) მუშაობის გამო.[1] ფილმში ძველი მსახიობების ნაცვლად ახალი მსახიობები მონაწილეობენ. [2] მოგვიანებით, ფრენჩაიზის ქრონოლოგიურობა შეიცვალა, პირველი ნაწილი გახდა ფორსაჟი 7 (2015), შემდეგ ორმაგი ფორსაჟი (2003) და ტოკიო დრიფტი.

ფილმი პირველია ფრანჩაიზიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო ლინმა და მორგანმა, ასევე კომპოზიტორმა ბრაიან ტაილერმა; ლინი რეჟისორი იყო ფილმის მომდევნო სამ ნაწილშიც, ხოლო მორგანმა დაწერა მომდევნო სამი ფილმის სცენარი. ტაილერი კომპოზიტორი იყო მომდევნო 4 ნაწილშიც. კასტინგი დაიწყო 2005 წლის აპრილში, ხოლო ძირითადი გადაღებები დაიწყო ლოს-ანჯელესში 2005 წლის აგვისტოში, ფილმის უმეტესობა გადაღებულია ტოკიოში.

ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი გამოვიდა აშშ-ში 2006 წლის 16 ივნისს. ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა და 159 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ფრენჩაიზის ფილმებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სამსახიობო ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლუკას ბლეკი, როგორც შონ ბოსველი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაინტერესებულია ქუჩის რბოლებით.
  • სუნგ კანგი, როგორც ჰან ლუე, DK– ის ბიზნეს პარტნიორი და დომინიკ თორეტოს ძველი მეგობარი. ის მეგობრობს შონთან და ასწავლის დრიფტის წესს.
  • ბოუ ვოუ როგორც ტვინკი, შონის პირველი მეგობარი, რომელსაც ის ხვდება ტოკიოში და ყიდის სხვადასხვა სამომხმარებლო საქონელს.
  • ბრაიან ტი, როგორც ტაკაში, შონის მტერი, რომელიც აღიარებულია როგორც საუკეთესო დრიფტის მრბოლელი, მას ჰქონდა ტიტული „დრიფტის მეფე" ან უბრალოდ „DK" .
  • ნატალი კელი ნეელას როლში, ტაკაშის შეყვარებული.
  • სონი ჩიბა, როგორც კამატა, თაკაშის ბიძა, რომელიც იაკუზას ხელმძღვანელია.
  • ლეონარდო ნამი, როგორც მორიმოტო, ტაკაშის ახლო მეგობარი და მარჯვენა კაცი.
  • ბრაიან გუდმანი, მაიორ ბოსველი, შონის მამა.
  • ზაკერი ტაი ბრაიანი, როგორც კლეი.
  • ლინდა ბოიდი, როგორც ქალბატონი ბოსველი, შონის დედა, რომელიც შონს აგზავნის ტოკიოში, იაპონიაში, მამასთან ერთად საცხოვრებლად.
  • ჯეისონ ტობინი, ერლ ჰუ, ჰანის ერთ-ერთი მეგობარი.
  • კეიკო კიტაგავა, როგორც რეიკო, ერლის მეგობარი.
  • ნიკი გრიფინი, სინდი, კლეის მეგობარი გოგონა.
  • ვინ დიზელი, როგორც დომინიკ ტორეტო

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერალი კრის მორგანი ფრანჩაიზის თაყვანისმცემელი იყო და მესამე ფილმისთვის პროდიუსერება ძალიან სურდა.

ნილ მორიცმა, რომელმაც ფრანჩაიზის ორ წინა ნაწილში პროდიუსერად მიიღო მონაწილეობა, ფილმზე მუშაობა 2005 წელს დაიწყო. 2005 წლის 8 ივნისს მორიცმა დაიქირავა ჯასტინ ლინი, ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი-ში რეჟისორად. პროდიუსერებმა მას საშუალება მისცეს შეემუშავებინა ფილმის სცენარი ისე როგორც სურდა, თუმცა ეს მუდმივი გამოწვევა იყო და ის ყოველთვის ებრძოდა სტუდიას, რომ ფილმი უკეთესი ყოფილიყო.[3]

ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი-ში მონაწილეობის მიღებას ვინ დიზელი დათანხმდა. ის ამ პერიოდში Universal-თან თანამშრომლობდა ფილმების სერია რიდიკი-სთვის.[2]

ფილმის გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოკიო დრიფტი-ის გამოსვლისას მან შაბათ-კვირას 23 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და ჩარტებში მესამე ადგილი დაიკავა მანქანები-ისა (33,7 მილიონი დოლარი) და თავისუფლებისთვის მებრძოლი-ის (28,3 მილიონი დოლარი) შემდეგ.[4] ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმის შემოსავალმა 62 514 415 აშშ დოლარი შეადგინა, საერთაშორისო მასშტაბით კი 96 450 195 აშშ დოლარი, რამაც საერთო ჯამში 158 964 610 აშშ დოლარია.

კრიტიკოსთა გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი-მ Rotten Tomatoes– ზე 37% –იანი მოწონება დაიმსახურა 137 კრიტიკოსის შეფასების საფუძველზე; საიტზე ფილმის საშუალო რეიტინგია 4,91 / 10.[5] Metacritic– ზე, რომელიც ფილმს 100 ბალიანი მასშტაბით აფასებს 46 ქულა მოიპოვა 31 კრიტიკოსის მიმოხილვების საფუძველზე, რაც „საშუალო შეფასებას" ნიშნავს.[6] CinemaScore-ზე მაყურებელმა ფილმს A- შეფასება მისცა.[7]

რობ კოენი, რომელმაც სერიალის პირველი ფილმი გადაიღო, ტოკიო დრიფტი ძალიან კრიტიკულად შეაფასა, მან აღნიშნა: „თუკი ტოკიო დრიფტს უყურებდი, იტყოდი: აღარ მსურს ფორსაჟი-სთან დაკავშირებული რაიმეს ნახვა."[8] [9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The Fast and the Furious: Tokyo Drift". Writing studio. April 21, 2008. Archived from the original on October 29, 2007. Retrieved February 9, 2013.
  2. 2.0 2.1 Vin Diesel's Shrewd Move: Trading 'Fast & Furious' Cameo to Own 'Riddick' Rights. The Hollywood Reporter (September 4, 2013). ციტირების თარიღი: September 24, 2013
  3. ASIAN POP / Switching Gears.
  4. Domestic 2006 Weekend 24: June 16-18, 2006. Box Office Mojo
  5. The Fast and the Furious: Tokyo Drift reviews.
  6. The Fast and the Furious: Tokyo Drift reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-08. ციტირების თარიღი: 2020-12-18.
  7. FAST AND THE FURIOUS: TOKYO DRIFT, THE (2006) A-. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-20. ციტირების თარიღი: 2020-12-18.
  8. Kevin Jagernauth. (October 8, 2012) Rob Cohen Hated The First Two 'Fast & Furious' Sequels Because They Were Just Done For The Money. IndieWire.[მკვდარი ბმული]
  9. Matt Joseph. (October 7, 2012) Rob Cohen Offers xXx Update, Wants To Direct Fast And Furious Again. We Got This Covered.