შინაარსზე გადასვლა

ფესის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფესის ხელშეკრულება

მაროკო ხელშეკრულების შემდეგ
ხელი მოეწერა 30 მარტი, 1912
ადგილი ფესი, მაროკო
ძალაში შევიდა
პირობები
30 მარტი, 1912
მაროკო გადანაწილდა ესპანურ და ფრანგულ ზონებად.
ვადა გაუვიდა 2 მარტი, 1956
ხელი მოაწერეს მაროკო, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია

ფესის ხელშეკრულება — დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს 1912 წლის 30 მარტს, ქალაქ ფესში, მაროკოს სულთანმა აბდ ალ-ჰაფიდმა და საფრანგეთის, ესპანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა აგადირის კრიზისის მოსაგვარებლად.

ხელშეკრულების თანახმად, სულთანმა აბდ ალ-ჰაფიდმა უარი თქვა სუვერენიტეტზე და მაროკოში საფრანგეთის პროტექტორატი აღიარა. გერმანიამ უარი თქვა თავის პრეტენზიებზე მაროკოს მიმართ და სამაგიეროდ საფრანგეთისაგან მიიღო ფრანგული კონგოს ნაწილი (თანამედროვე კამერუნი). ფესის ხელშეკრულების შესაბამისად 1912 წლის 27 ნოემბერს დაიდო მეორე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ესპანეთის კუთვნილებაში გადავიდა ჩრდილოეთი მაროკო. ხელშეკრულების ანულირება მოხდა 1956 წლის 2 მარტს, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

  • David Bensoussan, Il était une fois le Maroc : témoignages du passé judéo-marocain, www.iuniverse.com, 620 p. ISBN 978-1-4759-2609-5.