შინაარსზე გადასვლა

ფასცები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფასცები

ფასცები (ლათ. fasces „კონა“) — უმაღლესი მაგისტრატუსების ძალაუფლების სიმბოლო ძველ რომში. შედგებოდა წითელი ფერის ლენტით შეკრული წკეპლების ცილინდრული კონისა და შიგ მოთავსებული ნაჯახისგან.

ანტიკური მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ რომში ფასცები წარმოადგენდა უმაღლესი მაგისტრატუსების ძალაუფლების სიმბოლოს. ფასცებს ატარებდნენ ლიქტორები როდესაც კონსულებს, პრეტორებს და დიქტატორებს უძღვებოდნენ, ეს იყო მათი ნების ძალის გამოყენებით აღსრულების უფლების სიმბოლო. კონსულების ლიქტორები ქალაქში ფასცებს ნაჯახების გარეშე ატარებდნენ, ვინაიდან კონსულს არ შეეძლო სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ხალხის თანხმობის გარეშე, ხოლო ქალაგარეთ (მაგალითად სამხედრო ბანაკში) კონსულს ეძლეოდა დამნაშავის დასჯის უფლება.

დიქტატორებს კონსულებისგან განსხვავებით ქალაქშიც შეეძლოთ ნაჯახებიანი ფასცების ტარება რაც მათ აბსოლუტურ ძალაუფლებაზე მიუთითებდა.

ტრიუმფის ცერემონიის დროს გამორჩეული დაჭრილი ჯარისკაცები ფასცებს თავდაცვის მიზნით ატარებდნენ.

წკეპლების შეკვრა არის „ძალა ერთობაშია“ სიმბოლო, ერთი წკეპლა ადვილად ტყდება ხოლო შეკვრა არა, ამრიგად რომის ძალის სიმბოლო გახდა ფასცები.

თანამედროვე სიმბოლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ფასცების სიმბოლიკა შემდეგი სახით იყო გამოყენებული:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფასცები“-დან