შინაარსზე გადასვლა

ფალუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფალუნი (შვედ. Falun) — შვედეთის ქალაქი დალარნას პროვინციაში (Dalarnas län). ეს ქალაქი არის მთავარი ადგილი ქვეყნის ამავე სახელწოდების თემისა. ფალუნი არის ცნობილი თავისი საბადოებით, რომელიც მუშათა დასახლებებითა და სამრეწველო ლანდშაფტით იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება.

ფალუნი დაახლ. 1700 წლისათვის (ერიკ დალბერგის გრავიურა (Erik Dahlberg))
საბადო ფალუნში.

ქალაქი ვითარდებოდა სპილენძის მთის საბადოს განვითარების კვალად, რომელიც ისტორიულად XI საუკუნეში ტისკასიებერგთან დასტურდება. ამ საბადოზე სამუშაოებს თავდაპირველად გლეხები ასრულებდნენ. XIV საუკუნეში მდინარე ფელუანის (შვედ. Faluån) ქვედა დინებასთან ალაგ-ალაგ, დროგამოშვებით სახელდახელოდ ეწყობოდა მცირე ვაჭრობები, რომლებიც მოგვიანებით სავაჭრო მოედნებად ჩამოყალიბდა, ხოლო ამ მოედნების ირგვლივ კი ნელ-ნელა პატარა დასახლებები ჩნდებოდა.

ფალუნის საბადოს სულ უფრო მზარდ მნიშვნელობასთან ერთად იზრდებოდა დასახლება ისე, რომ 1641 წელს ამ დასახლებული პუნქტს უკვე ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ქალაქი ფალუნი ამ დროსათვის 6 000 მცხოვრებს ითვლიდა და წარმოადგენდა შვედეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქს. აქ, ფალუნის მაღაროებიდან მსოფლიო პროდუქციის დაახლ. 2/3 იწარმოებოდა. წიაღისეულის სიმდიდრის მოპოვება დაუგეგმავად მიმდინარეობდა, რის გამოც 1687 წელს მაღაროს დიდი ნაწილი ჩაიქცა. ეს ნგრევა გახდა პირველი სიგნალი ფალუნის აყვავების დასასრულისა.

1761 წელს ხანძარმა ორჯერ გაანადგურა ძირათიდად ხისგან ნაშენები ქალაქის 2/3 ნაწილი. მოგვიანებით აღდგენილი იქნა ქვის მნიშვნელოვანი შენობები, მაგრამ მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე მცირდებოდა. 1850 წელს ქალაქში ცხოვრობდა მხოლოდ 4 000 კაცი.

რკინიგზის მშენებლობამ ახალი სიცოცხლე შესძინა ქალაქს. ფალუნს ორი სარკინიგზო ხაზი დაუკავშირდა. გაჩნდა ახალი ფაბრიკები. სამთო-სამადნო სეგმენტმა XX საუკუნეში მთლიანად ამოწურა თავისი შესაძლებლობები. 1992 დაიხურა ბოლო შახტი. გასულ საუკუნეში ქალაქი ფალუნი სულ უფრო იქცეოდა ქვეყნის ადმინისტრაციულ და სასკოლო-საგანმანათლებლო ცენტრად.

XX საუკუნის ნახევარში ქალაქის ცენტრს იერი შეუცვალეს, თუმცა ისტორიული მნიშვნელობის შენობები შენარჩუნებული იქნა. ქალაქის სამი მუშათა დასახლება, რომელიც XVII საუკუნეში ხანძარს გადაურჩა, ისევე როგორც მაღაროების ირგვლივ არსებული სამრეწველო და საყოფაცხოვრებო-კულტურული ლანდშაფტი 2001 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურს მიაკუთვნეს.

ფალუნს ისტორიულად აქვს ზამთრის სპორტული სახეობების მდიდარი ტრადიცია.

ფალუნის საბადომ ასახვა ჰპოვა მრავალი მწერლის შემოქმედებაშიც.

პარტნიორი ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფალუნს განსაკუთრებული ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები აკავშირებს ევროპის რამდენიმე ქალაქთან. ამ პარტნიორი, ანუ დაძმობილებული ქალაქები რიცხვშია ჰამინა (Hamina) ფინეთში, რეროსი (Röros) ნორვეგიაში, გიუტერსლო (Gütersloh) გერმანიაში, და გრუჯიონძი (Grudziądz) პოლონეთში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: