ურის ზიქურათი
დიდი ზიქურათი ურში (ეტემენიგურუს ზიქურათი) — ძველი შუამდინარეთის ქალაქ ურში საუკეთესოდ შემონახული სატაძრო კომპლექსი. აგებულია ძვ. წ. XXI საუკუნეში (დაახლოებით ძვ. წ. 2047 წელს) ადგილობრივი მეფეების ურ-ნამუსა და შულგას მიერ, ეკიშნუგალის სიწმინდე, მთვარის ღმერთის ნანას პატივსაცემად. გადაკეთებულია მრავალჯერ. ახალბაბილონური სამეფოს ხანაში ტაძარი მნიშვნელოვნად გააფართოვა მეფე ნაბონიდმა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზიქურათის მშენებლობა მიმდინარეობდა ურის მესამე დინასტიის ხანაში, როდესაც აქადელთა და გუთიელთა თავდასხმების შემდეგ აღადგინეს ადგილობრივი სახელმწიფოებრიობა. ზიქურათი იყო არა მხოლოდ სალოცავი ტაძარი, არამედ, ასევე,საზოგადოებრივი დაწესებულება, არქივი და სამეფო სასახლე. მისი ყველაზე მაღალი ადგილიდან, როგორც ხელის გულზე ისე ჩანდა მთელი ქალაქი.
ზიქურათი წარმოადგენდა 20 მეტრიან აგურის შენობას. ის იყო 210მ. ფუნდამენტზე აღმართული სამი სხვადასხვა ფართობის თავწაკვეთილი პირამიდა. შენობა აგებული იყო მთლიანად გამომწვარი თიხის აგურით, ხოლო ზედაპირი წინასწარ ბიტუმით მოპირკეთებული აგურით. სამი მრავალსაფეხურიანი კიბე ( ერთი ცენტრალური ციცაბო და ორი გვერდითი) ერთდებოდა შენობის ზედა დანაშენზე, რომელიც წარმოადგენდა მთვარის ღმერთის — ნანას სალოცავს. ზედა სართული წარმოადგენდა, აგრეთვე, ტერიტორიას ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის. კედლებს შიგნით მდებარეობდა მრავალი საცხოვრებელი ოთახი ქურუმებისა და ტაძრეულისათვის.
ზედა მინაშენი არ არის შემონახული. ნაგებობის პირველი მკვლევარი ლეონარდ ვული ვარაუდობდა, რომ ეს კიბეები ძველად დაფარული იყო მწვანე ნარგავებით, რათა მთელი ეს მთა მოსახლეობის თვალში გამოჩენილიყო, როგორც ალუვიური დაბლობი წმინდა მთაზე.
ურის ზიქურათი წარმოადგენს ძველი შუამდინარეთის ძეგლთა კარგად შესწავლილ სახეობას. არ არის გამორიცხული, რომ ეტემენიგურუს აღნიშნული ზიქურათი ან მისი მსგავსი რომელიმე ზიქურათი წარმოადგენდა ბიბლიაში აღწერილი ბაბილონის გოდოლის პროტოტიპს.
თანამედროვე სახე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნეში ბრიტანეთის მუზეუმიდან ლეონარდ ვულის ექპედიციამ მრავალსაუკუნოვანი მტვრისაგან გაწმინდა ზიქურათი, რომლის შემდეგ ის აღდგენილ იქნა.ზიქურათის ეზოში ვულმა აღმოაჩინა ტაძრის არქივის ნარჩენები — სავაჭრო ინორმაციის შემცველი თიხის ფირფიტები, რომელშიც აღწერილი ქურუმები იყვნენ მთვარის ღვთაების მსახურები.
XXI საუკუნის ზღურბლზე ძეგლი შეეჯახა ახალ გამოცდებს. სადამ ჰუსეინმა გასცა ბრძანება აღეგდინათ შენობის ფასადი და მონუმენტური კიბე, რამაც დაამახინჯა მისი სახე. ამჟამად, ზიქურათიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ში მდებარეობს ამერიკული ავიაბაზა „ალი“. ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის სასახლის ნანგრევები, ხოლო ზიქურათთან მდებარე უახლოესი ქალაქია — ნასირია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Вулли Л. Ур халдеев. — М.: Издательство восточной литературы, 1961. — 254 с. — (По следам исчезнувших культур Востока). — 25 000 экз.
- Mitchell T. C. Biblical Archaeology: Documents from the British Museum. Cambridge University Press, 1988. P. 25.
- Leick G. A Dictionary of Ancient Near Eastern Architecture. ISBN 0-415-00240-0. P. 230.