უმლაუტი
უმლაუტი (გერმ. Umlaut — „გადახმოვნება“), მეტაფონია (ბერძ. metaphonia — „გადახმოვნება“) — ხმოვნის დამსგავსება მომდევნო ხმოვანთან ამა თუ იმ ნიშნით, მაგალითად რბილსასიმიერობით ანუ ველარულობით, მაგარსასისმიერობით ანუ პალატარულობით.
პალატალური უმლაუტი ფართოდაა გავრცელებული სვანურ ენაში. უმლაუტის გამომწვევი ხმოვანი შეიძლება დაკარგულიც იყოს და შემონახულიც. მაგალითად სვანურ სიტყვაში „და̈შდვ“ (დათვი) ა̈ მიღებულია ა-საგან ბოლოკიდური (აწ დაკარგული) ი-ს გავლენით, ხოლო სიტყვაში „ადგარი“ (კლავს) უ-ს გამომწვევი ბოლოკიდური — ი არ დაკარგულა.
უმლაუტი ისევე, როგორც სინჰარმონიზმი, ხმოვანთა ასიმილაციური მოვლენაა, ოღონდ, მისგან განსხვავებით, ასიმილაცია აქ რეგრესიული და არა პროგრესული მიმართულებისაა — იმსგავსებს მომდევნო და არა წინამავალი ხმოვანი.
უმლაუტის ცნება სხვადასხვანაირად გამოიყენება:
- უმლაუტს გერმანიკულ ენებში ხმოვნის ცვალებადობის გარკვეულ ხარისხს უწოდებენ. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გოტური (a-უმლაუტი, i-უმლაუტი და u-უმლაუტი). უმლაუტისგან განასხვავებენ ასევე აბლაუტს, რომელსაც სულ სხვა ეტიმოლოგია და ფუნქცია აქვს.
- უმლაუტს უწოდებენ გერმანული ანბანის სპეციალურ ასო-ნიშანს, რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა თანამდეროვე გერმანული ენის შესაბამისი ასოები. ყველა ეს ასო ენის ისტორიაში ცნობილია როგორც i-უმლაუტები, და გრაფიკულად დღესდღეობით მათ ასე გამოსახავენ: ä, ö, ü და ორხმოვანა äu და äi.
უმლაუტი მომდინარეობს იაკობ გრიმისგან, რომელმაც ასევე სახელწოდება წყვეტა (Brechung) შემოიღო a-უმლაუტის აღსანიშნავად.
გერმანიკული ენების გარდა ასევე სხვა ენებსაც მოეპოვებათ უმლაუტის მსგავსი მოვლენები. ეს განსაკუთრებით ითქმის ბერძნულსა და ავესტურში არსებულ i-ეპითეზისზე.
ძველი გერმანული იცნობდა ასევე a-უმალუტს.
უმლაუტს უწოდებენ ასო-ნიშნებს, რომელთაც გერმანულ ენაში გამოიყენებენ ჟღერაშეცვლილი ხმოვნების გამოსახატავად. ესენია: Ä,ä, Ö,ö, Ü,ü. მათი ჩანაცვლება არც თუ იშვიათად ხდება ასე:
- ä = ae.
- (მაგ.; ähnlich = aehnlich; Männer = Maenner)
- (მაგ.; ähnlich = aehnlich; Männer = Maenner)
- äi = aei.
- (მაგ.; europäisch = europaeisch)
- (მაგ.; europäisch = europaeisch)
- äu = aeu.
- (მაგ.; Mäuse = Maeuse; Läuse = laeuse)
- (მაგ.; Mäuse = Maeuse; Läuse = laeuse)
- ö = oe.
- (მაგ.; Söhne = Soehne; öffnen = oeffnen)
- (მაგ.; Söhne = Soehne; öffnen = oeffnen)
- ü = ue.
- (მაგ.; über = ueber; jüdisch = juedisch)
- (მაგ.; über = ueber; jüdisch = juedisch)
უმლაუტიან ხმოვანს თავს დაერთვის ტრემა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 148.
- Duden, Die Grammatik, Unentbehrlich für richtiges Deutsch, Herausgegeben von der Dudenreadktion. Nach den Regeln der neuen deutschen Rechtschreibung 2006 überarbeiteter Neudruck der 7., völlig neu erarbeiteten und erweiterten Auflage. Duden Band 4. Mannheim, Leipzig, Wien, Zürich: Dudenverlag, 2006.