ულუყარა
იერსახე
ულუყარა | |
---|---|
ულუყარა | |
კოორდინატები: 43°10′44″ ჩ. გ. 42°42′38″ ა. გ. / 43.17889° ჩ. გ. 42.71056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4302 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ულუყარა, ულუყარაბაში (რუს. Уллукара) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, ადილსუს ხეობაში.[1] სიმაღლე ზღვის დონიდან 4302 მ.[2] ჩრდილოეთით ეშვება მყინვარი კაშკატაში, სამხრეთით ლეხზირი, აღმოსავლეთით მყინვარ ბაშყარის ნაწილი. ყარაჩაულ-ბალყარულიდან სახელწოდება ითარგმნება როგორც „დიდი შავი მთა“.