უასკო (მდინარე)
იერსახე
უასკო — მდინარე ჩილეში, უასკოს პროვინციაში, ატაკამის რეგიონში. წარმოიქმნება მდინარეების - დელ-კარმენისა და დელ-ტრანსიტოს შეერთების შედეგად. მდინარეზე აგებულია პატარა დამბა, რომელიც წარმოქმნის სანტა-ხუანას რეზერვუარს. მისი სიგრძეა 88 კმ. ხოლო აუზის ფართობი 9,850 კვ.კმ.
პასკუა-ლამას პროექტი, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიაზე ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და სხვადასხვა მინერალების მოპოვებას, დიდ საფრთხეს უქმნის მყინვარებს, შესაბამისად უასკოს აუზს.
მდინარეზე გაშენებულია ქალაქები: ვალენარი, ფრეირინა, უასკო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩილეს მდინარეები - უასკო დაარქივებული 2008-09-15 საიტზე Wayback Machine.