უასკო (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უასკო — მდინარე ჩილეში, უასკოს პროვინციაში, ატაკამის რეგიონში. წარმოიქმნება მდინარეების - დელ-კარმენისა და დელ-ტრანსიტოს შეერთების შედეგად. მდინარეზე აგებულია პატარა დამბა, რომელიც წარმოქმნის სანტა-ხუანას რეზერვუარს. მისი სიგრძეა 88 კმ. ხოლო აუზის ფართობი 9,850 კვ.კმ.

პასკუა-ლამას პროექტი, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიაზე ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და სხვადასხვა მინერალების მოპოვებას, დიდ საფრთხეს უქმნის მყინვარებს, შესაბამისად უასკოს აუზს.

მდინარეზე გაშენებულია ქალაქები: ვალენარი, ფრეირინა, უასკო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]