ტრიკამარუმის ბრძოლა — ბრძოლა ბიზანტიასა და ვანდალების სამეფოს შორის. გაიმართა 553 წელს. ბიზანტიის ჯარებს ხელმძღვანელობდა იუსტინიანე I-ის სარდალი ველისარიუსი, ხოლო ვანდალების ჯარს მათი უკანასკნელი მეფე გელიმერი. ფაქტობრივად ამ ბრძოლით დასრულდა იუსტინიანეს მიერ ვანდალების დაპყრობა ჩრდილოეთ აფრიკაში. ომის მთავარ წყაროს წარმოადგენს პროკოპი კესარიელის „იუსტინიანეს ომების ისტორია“. აღნიშნულ ამბებს ეხება წიგნის III და IV ნაწილები.