ტრიესტის პროვინცია
პროვინცია | |||
---|---|---|---|
ტრიესტის პროვინცია Provincia di Trieste | |||
| |||
ქვეყანა | იტალია | ||
ადმ. ცენტრი | ტრიესტი | ||
შიდა დაყოფა | Duino-Aurisina, Monrupino, Muggia, San Dorligo della Valle, Sgonico და ტრიესტი | ||
კოორდინატები | 45°36′00″ ჩ. გ. 13°48′00″ ა. გ. / 45.60000° ჩ. გ. 13.80000° ა. გ. | ||
მმართველი | Maria Teresa Bassa Poropat | ||
დაარსდა | 1920 | ||
ფართობი | 212 კმ² | ||
მოსახლეობა | 236 520 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 1 115,7 კაცი/კმ² | ||
გაუქმდა | 30 სექტემბერი, 2017 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 040 | ||
საფოსტო ინდექსი | 34121-34151 (Trieste), 34010-34011, 34015-34016, 34018 (provincia) | ||
საავტომობილო კოდი | TS | ||
ოფიციალური საიტი | http://www.provincia.trieste.it/new/index.asp | ||
ტრიესტის პროვინცია (იტალ. Provincia di Trieste) — პროვინცია იტალიაში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში. დედაქალაქია ტრიესტი.
პროვინციის ფართობი 212 კმ²-ია, მოსახლეობა 236 520 (2009). ზღვაზე გასასვლელი სანაპირო ხაზის სიგრძეა 48,1 კმ. შედგება 6 კომუნისგან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრისეტის პროვინცია 1920 წელს შეიქმნა და მოიცავდა დღეს არსებულ ტერიტორიებს, ისევე როგორც კრასის პლატოსა და შიდა-კარნიოლის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილებს. ეს უკანასკნელი დღეს სლოვენიის ტერიტორიაზეა. 1923—1943 წლებში ასევე მოიცავდა სხვა რამდენიმე კომუნას, რომლებიც დღეს სლოვენიის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს, ტრიესტის თავისუფალ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა თავისუფალი მმართველობის სისტემა. 1954 წლის 26 ოქტომბერს, იტალიამ და იუგოსლავიამ ტერიტორია დე-ფაქტო გაიყვეს. ზონა ა ტრიესტის პროვინცია გახდა, ზონა ბ კი იუგოსლავიის ნაწილი გახდა. იტალიის შეამდგენლობაშ ტრისეტის პროვინცია ფორმალურად 1977 წლის 11 ოქტომბერს შევიდა ოზიმოს ხელშეკრულებით.
კომუნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხრილში მოცემულია ტრიესტის პროვინციაში შემავალი 6 კომუნა:
კომუნა | მოსახლეობა (2009) |
---|---|
დუინო-აურიზინა | 8 675 |
მონრუპინო | 891 |
მუჯია | 13 410 |
სან-დორლიგო-დელა-ვალე | 5 945 |
ზგონიკო | 2 102 |
ტრიესტი | 205 523 |
მთლიანი | 236 546 |