შინაარსზე გადასვლა

ტრეისი ჩეპმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრეისი ჩეპმენი
ინგლ. Tracy Chapman

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 მარტი, 1964(1964-03-30)[1] [2] (60 წლის)
დაბ. ადგილი კლივლენდი
ეროვნება აფრო-ამერიკელები[3]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • ვოკალისტი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 1986-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Elektra Records
საიტი tracychapman.com
ტრეისი ჩეპმენი ვიკისაწყობში

ტრეისი ჩეპმენი (ინგლ. Tracy Chapman; დ. 30 მარტი, 1964) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ცნობილია სიმღერებით „Fast Car“ (სწრაფი მანქანა), „Talkin' Bout a Revolution“ (საუბარი რევოლუციაზე) და „Give Me One Reason“ (მომეცი ერთი საბაბი). მიღებული აქვს გრემის ოთხი ჯილდო.[4]

დაიბადა კლივლენდში, ოჰაიო. გიტარაზე დაკვრა და სიმღერების წერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. ფონდი „ბეტერ ჩენს“ საშუალებით მიღებული სტიპენდიით კონექტიკუტის ვუსტერის სკოლაში სწავლობს და მოგვიანებით ტაფტის უნივერსიტეტში ირიცხება, მედფორდში, მასაჩუსეტსი.

კოლეჯის პერიოდში ჩეპმენი ქუჩის მუსიკოსობას იწყებს და ამავე დროს კემბრიჯის ყავახანებში უკრავს. სწავლის დასრულების შემდეგ SBK სტუდიასთან კონტრაქტს აფორმებს და პირველ დისკს Tracy Chapman (1988) უშვებს. ალბომმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგადაც ტრეისი ტურებზე გადის საკუთარი ფანების მოსაზიდად. ნელსონ მანდელას 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე 1988 წელს შესრულებული სიმღერის „Fast Car“ შემდეგ ის აშშ-ის ბილბორდებზე ჩნდება. მისი დისკები სწრაფად იყიდება და მალე მულტი-პლატინის გახდა.

მისი მომდევნო ალბომი „Crossroads“ („გზის გასაყართან“, 1989) კომერციულად ნაკლებად წარმატებული გამოდგა. 1992 წლის „Matters of the Heart“ (გულის წუხილი) მხოლოდ მისი ყველაზე ერთგული ფანებისთვის იყო ცნობილი. 1995 წელს ყველასათვის მოულოდნელად გამოდის ჩეპმენის ახალი ალბომი New Beginning, რომელშიც მისი ჰიტი „Give Me One Reason“ (მომეცი ერთი საბაბი რომ დავრჩე) შევიდა, და 1996 წელს გრემის ნომინაციაში „საუკეთესო როკ-სიმღერა“ იმარჯვებს. 2000 წლის ალბომი Telling Stories უკვე უფრო როკის ჟანრისაა ვინემ ფოლკის. ალბომის ამავე სახელწოდების ჰიტი ევროპის რადიო სადგურების ფავორიტი გახდა. მისი მეექვსე ალბომი იყო Let It Rain („იწვიმოს“, 2002), რომლითაც ის ტურებით აშშ-სა და ევროპაში მოგზაურობს.

Where You Live (სადაც შენ ცხოვრობ), ჩეპმენის მეშვიდე სტუდიური ალბომი 2005 წლის სექტემბერში გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Nederlandse Top 40
  3. Smith J. C. Notable Black American Women
  4. GRAMMY Award Winners (2 დეკემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008. Grammy.com