ტიტანი (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტიტანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ტიტანი

2012 წელს გადაღებული სურათი ბუნებრივ ფერში
აღმოჩენა
აღმომჩენი კრისტიან ჰიუგენსი
აღმოჩენის თარიღი 25 მარტი, 1655
ორბიტალური მახასიათებლები
პერიასტრი 1 186 680 კმ
აპოასტრი 1 257 060 კმ
დიდი ნახევარღერძი (a) 1 221 870 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,0288
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 15,945 დღე
ორბიტალური სიჩქარე (v) 5,57 კმ/წმ
დახრილობა (i) 0,34854° (სატურნის ეკვატორისადმი)
ფიზიკური მახასიათებლები
საშუალო რადიუსი 2574,73±0,09 კმ
ზედაპირის ფართობი (S) 8,3×10⁷ კმ²
მოცულობა (V) 7,16×10¹⁰ კმ³
მასა (m) (1,3452±0,0002)×10²³ კგ
საშუალო სიმკვრივე () 1,8798±0,0044 გ/სმ³
მეორე კოსმოსური სიჩქარე () 2,639 კმ/წმ
ღერძის დახრილობა 0° (ორბიტული სიბრტყის მიმართ)
26,73° (მზის მიმართ)
ალბედო 0,22
ხილული ვარსკვლავური სიდიდე 8,2 – 9,0
ტემპერატურა
ზედაპირზე 93,7 K (−179,5 °C)
ატმოსფერო
ატმოსფერული წნევა 146,7 კპა (1,45 ატმ)

ტიტანი (ძვ. ბერძნ. Τιτάν) — სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი (მზის სისტემაში სიდიდით მეორე). მეხუთეა პლანეტიდან დაშორების მხრივ. 1655 წელს აღმოაჩინა კრისტიან ჰიუგენსმა. დიამეტრი 5152 კმ-ია (მერკურიზე მეტია). საკუთარი ღერძისა და სატურნის გარშემო ბრუნვის პერიოდები ერთმანეთს ემთხვევა (16 დღე-ღამე), ამიტომ მხოლოდ ერთი მხარითაა მიქცეული ამ უკანასკნელისკენ. ორბიტა წრიულთან ახლოსაა; ორბიტის სიბრტყე თითქმის შეესაბამება სატურნის ეკვატორის სიბრტყეს, რომელიც პლანეტის ორბიტის სიბრტყიდან 26,73°-ითაა გადახრილი (იხ. ბრუნვის ღერძის დახრილობა). რადგანაც ტიტანის ბრუნვის ღერძი თითქმის პერპენდიკულარულადაა მისი ორბიტისადმი, წელიწადის დროების ცვლა მასზე უფრო მეტადაა გამოხატული, ვიდრე დედამიწაზე, და მათი ციკლი 29,46 წელი გრძელდება (სატურნის ორბიტალური პერიოდი).[1]

თანამგზავრთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ტიტანს ატმოსფერო აქვს (98,4% აზოტი, 1,6% მეთანი, უმნიშვნელო რაოდენობით ეთანი), რომლის მასა აჭარბებს დედამიწის ატმოსფეროს მასას; ატმოსფერული წნევა ზედაპირთან დაახლოებით 146,7 კპა (1,45 ატმ). ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 94 კელვინია, რაც რამდენადმე დაბალია მეთანის დუღილის ტემპერატურაზე. ამიტომ ტიტანზე არსებობს მეთანის ღრუბლები, მდინარეები, ტბები და მცირე და არაღრმა ზღვებიც კი. თუმცა ტემპერატურის უმნიშვნელო ლოკალური მომატება მდინარეებისა და მცირე ტბების სრულ და შედარებით სწრაფ აორთქლებას იწვევს, რასაც შემდეგ ნალექების მოსვლა მოსდევს. ტიტანის რელიეფზე ასახულია ეს პროცესები: მთის მცირე მასივების გვერდით შეიმჩნევა ვაკეები, ამომშრალი მდინარეების კალაპოტები და ვრცელი ღრმულები. აეროზოლების ნაწილაკები თანამგზავრს ნარინჯისფერ ელფერს აძლევს და არ იძლევა მისი ზედაპირის დაკვირვების საშუალებას. ამიტომ ზედაპირის პირველი დაკვირვებები მხოლოდ 2004 წლის ბოლოს მოხერხდა კოსმოსურ აპარატ „კასინის“ ინფრაწითელი კამერების დახმარებით, მისი ზონდი „ჰიუგენსი“ 2005 წელს ტიტანის ზედაპირზე დაჯდა. არსებობს იმის ვარაუდის საფუძველიც, რომ თანამგზავრის ზედაპირის სიღრმეში შესაძლოა არსებობდეს მარილიანი წყლის ოკეანე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ксанфомалити Л. В. Титан // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 168–169.