შინაარსზე გადასვლა

ტელომერაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტელომერაზა
იდენტიფიკატორები
EC 2.7.7.49
CAS 9068-38-6
მონაცემთა ბაზა
IntEnz IntEnz
BRENDA BRENDA
ExPASy NiceZyme
KEGG KEGG
MetaCyc MetaCyc
PRIAM PRIAM
პროტეინის სრუქტურები RCSB PDB PDBe PDBsum
გენური ონტოლოგია AmiGO / EGO

ტელომერაზა — ფერმენტი, რომელიც დნმ-ის განსაკუთრებულ განმეორებად თანმიმდევრობებს (TTAGGG ხერხემლიანებში) ამატებს დნმ-ის ჯაჭვის 3'-ბოლოზე ტელომერების უბნებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან ქრომოსომების ბოლოებზე, ეუკარიოტულ უჯრედებში. ტელომერები შეიცავენ შემჭიდროვებულ დნმ-ს და ასტაბილიზებენ ქრომოსომებს. უჯრედის თითოეული გაყოფის დროს ტელომერული უბნები მოკლდება. არსებობა მექანიზმისა, რომელსაც ტელომერების (ტელომერაზების) დამოკლების კომპენსაცია უნდა მოეხდინა, 1973 წელს იწინასწარმეტყველა ალექსეი ოლოვნიკოვმა[1].

ტელომერაზა წარმოადგენს უკუტრანსკრიპტაზას. ამასთანავე მასთან დაკავშირებულია რნმ-ის განსაკუთრებული მოლეკულა, რომელიც ტელომერების დაგრძელებისას უკუტრანსკრიპციისთვის გამოიყენება მატრიცის როლში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Olovnikov AM. A theory of marginotomy. The incomplete copying of template margin in enzymic synthesis of polynucleotides and biological significance of the phenomenon. J Theor Biol. 1973 Sep 14;41(1):181-90