შინაარსზე გადასვლა

ტამარა ტეილორი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამარა ტეილორი
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1970 (1970-09-27) (54 წლის)
ტორონტო, ონტარიო, კანადა
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა აშშ, კანადა
ეთნიკურად კანადელი აფრიკელი, კანადელი შოტლანდიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1991-დღემდე
მეუღლე(ები) მაილს კული
(ქ. 2007; განქ. 2012)

ტამარა ტეილორი (ინგლ. Tamara Taylor; დ. 27 სექტემბერი, 1970, ტორონტო, ონტარიო, კანადა) — კანადელი მსახიობი[1]. სახელი გაითქვა სერიალში „ძვლები“ შესრულებული დოქტორი კამილ საროიანის როლით[2].

ტამარა ტეილორი დაიბადა 1970 წლის 27 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიოში, კანადაში. მამამისი წარმოშობით აფრიკელი კანადელია, ხოლო დედამისი შოტლანდიელი კანადელია. მას საშუალო სკოლაში სწავლა მიატოვა, რათა სამოდელო კარიერა აეწყო და მსოფლიოში ემოგზაურა. აღსანიშნავია, რომ მის ამ გადაწყვეტილებას მხარი დედამისმაც დაუჭირა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „სკოლა ყოველთვის მანდ იქნება, მითხრა მან.“[3]

ტეილორს ბიძაშვილად ერგება მსახიობი ნევე კამპბელი, რომლის დამსახურებითაც იგი სერიალში „ხუთის წვეულება“ დაამტკიცეს როლზე[4].

2007 წელს ტამარა ტეილორი ადვოკატ მაილს კულიზე დაქორწინდა[4], რომელსაც 2012 წლის მაისში გაეყარა[5]. მას შვილები არ ჰყავს.

ტამარა ტეილორი სერიალ „ძვლების“ თანავარსკვლავებთან ერთად.

ტამარა ტეილორის სამსახიობო დებიუტი 1991 წელს შედგა სერიალში „განსხვავებული სამყარო“ შესრულებული როასტ ატენდის როლით. ამას 1992 წელს მოჰყვა კიდევ ერთი როლი სერიალში „ჯანმრთელი კაცების საერთო საცხოვრებელი“.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 1996 წელს სერიალში „ხუთის წვეულება“ დაამტკიცეს გრეის უილკოქსის როლზე, რომელსაც 1997 წლამდე ასრულებდა. აქ იგი 16 ეპიზოდში გადაიღეს.

1998 წელს ჯენის ტაისონის როლში გადაიღეს ფილმში „უაზრო“[6]. 2000 წელს სერიალში „ანგელოზების ქალაქი“ 13 სერიაში გადაიღეს დოქტორ ანა საიფაქსის როლში. 2003 წელს სერიალში „სასწაულები“ გადაიღეს დოქტორ ლინდა კალის როლში. 2005 წელს რომანტიკულ ფილმში „შეშლილი შავი ქალის დღიური“ მონაწილეობდა დებრა სიმონსის როლში.[6] 2003 წელს სერიალში „ტრეისის გარეშე“ გადაიღეს მთავარ, ტრეისი მაკალისტერის როლში. 2004 წელს ჯუდის ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალში „ერთი ერთზე“. 2005 წელს ნინას როლი შეასრულა სერიალში „სექსი, სიყვარული და საიდუმლოებები“. იმავე წელს იგი სერიალში NCIS გადაიღეს სპეციალურ აგენტ კეისი იატესის როლში.

მრავალი პატარა და ეპიზოდური როლის შემდეგ, 2006 წელს ტამარა ტეილორი დაამტკიცეს დოქტორი კამილ საროიანის როლზე სერიალში „ძვლები“. მისი პერსონაჟი სერიალში ერთ-ერთი მთავარი იყო, რამაც მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა. აქ იგი თამაშობდა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: ემილი დეშანელი, დევიდ ბორეანაზი, მიქაელა კონლინი და ა.შ. სერიალის გადაღებები 2017 წელს დასრულდა, სადაც ტამარა ტეილორი თითქმის ყველა სერიაში ჩანდა, როგორც ერთ-ერთი დომინანტი პერსონაჟი.

2018 წელს იგი უმუ პრესკოტის როლში გადაიღეს სერიალში „შეცვლილი კარბონი“. 2020 წლიდან იგი დელორის ოლენის როლში გამოდის სერიალში „ოქტომბრის ფრაქცია“.

  1. "Tamara Taylor - Bones" დაარქივებული 2013-02-04 საიტზე Wayback Machine. . wetpaint. Retrieved 15 November 2011.
  2. "Tamara Taylor Biography". Fox. Archived from the original on 14 November 2011. Retrieved 13 November 2011.
  3. Tamar Abrams (May 9, 2012). "Bones' Tamara Taylor has overcome shyness and orthodontia to conquer Hollywood". Huffington Post. Retrieved May 31, 2012.
  4. 4.0 4.1 Mary Margaret (July 17, 2007). "Bones Actress Tamara Taylor Gets Married" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. . People Magazine. Retrieved May 31, 2012.
  5. Ulrica Wihlborg (May 30, 2012). "Bones Star Tamara Taylor Finalizes Divorce" დაარქივებული 2016-04-27 საიტზე Wayback Machine. . People.com. Retrieved May 31, 2012.
  6. 6.0 6.1 "Tamara Taylor Biography". Filmbug. Retrieved 13 November 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტამარა_ტეილორი“-დან