ტაილანდის კულტურა
ტაილანდის კულტურა - ტაილანდის ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. ტაილანდის კულტურამ საუკუნეების განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა, ტაილანდის ისტორიული იზოლაციის პერიოდიდან ბოლო ათწლეულებამდე, რომლებშიც მან დასავლური და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დიდი გავლენა განიცადა [1]. ტაილანდის კულტურის აღქმა სხვანაირია ქვეყნის რეგიონების მიხედვით. მის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ჩინეთმა, სპარსეთმა, პორტუგალიამ, ბუდიზმის და ანიმიზმის გავრცელებამ და სხვა ფაქტორებმა. [2] დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine.
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცეკვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაილანდის კულტურის დიდი ნაწილია ცეკვა, რომელიც დრამატურგიის როლს იკავებს. მიუხედავად იმის, რომ ვერბალური პიესების ტრადიცია ტაილანდში არ არსებობს, ცეკვით და მუსიკით გადმოცემული პიესები ძალიან ხშირად გვხვდება. თავდაპირველად თეატრი მხოლოდ სამეფო გართობა იყო, შემდეგ კი სახალხო აქტივობად იქცა. ისტორიული წყაროების თანახმად, XVII საუკუნიდან ტაილანდური ცეკვის ტრადიცია დიდად არ შეცვლილა. საფრანგეთის მეფემ ლუი XIV ტაილანდში დიპლომატი გააგზავნა, რომელმაც დაწვრილებით აღწერა ტაილანდური თეატრი. მისი თქმით, მოცეკვავეები ნიღბებს და იარაღს ატარებდნენ და ეპიკური ბრძოლის სცენა (კონი), დრამატული სიმღერისგან შემდგარი პიესა (ლაკონი) და ქალთა და კაცთა ნელი ცეკვა (რაბამი) აჩვენეს. დღეს ტაილანდურმა ცეკვამ დასავლეთის გავლენის და ზოგადად მოსახლეობის გემოვნებების ცვლილების გამო დაკარგა პოპულარობა, მაგრამ ტრადიცია არ გამქრალა და გარკვეული სახით დღესაც არსებობს.
ფერწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაილანდური ვიზუალური ხელოვნება ბუდიზმის ელემენტია. ფერწერული ნამუშევრები ორგანზომილებიანი და უპერსპექტივოა, ობიექტის ზომა მის მნიშვნელობას გამოხატავს. პერსპექტივაის გაჩენა ფერწერაში დასავლური გავლენის შედეგი იყო XIX საუკუნეში. დღევანდელი ფერწერა აერთიანებს ტრადიციულ და თაბამედროვე ტექნიკებს.[3] დაარქივებული 2020-11-06 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაილანდის ლიტერატურამ ინდური ლიტერატურის დიდი გავლენა განიცადა. ტაილანდური ლიტერატურის ყველაზე გამორჩეული ნიმუშია ინდური ეპიკური პოემის "რამაიანის" ტაილანდური ვერსია - "რამაკიენი", რომლის დაწერაში მონაწილეობა სამეფო კარის პოეტებთან ერთად ტაილანდის მეფეებმაც მიიღეს.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაილანდის მოსახლეობის 94,6% ბუდისტია, 4,3% მუსულმანი და 1% ქრისტიანი, მათ შორის ადგილობრივი სექტების მიმდევრები. ბუდიზმი სახელმწიფოსგან დიდ მხარდაჭერას იღებს, ბუდისტი ბერები რიგი შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ტაილანდში ბუდიზმის კოსმოლოგიასთან შერწყმულია ბუნების, სახლის და წინაპრების სულების ტრადიციული პრებუდისტური რწმენა. ტაილანდელები ეზოებში "სულების სახლებს" დგამენ - პატარა სახლებს, სადაც მათი რწმენით სახლის მფარველი სულები ცხოვრობენ [4]. მათ უტოვებენ საჭმელს და საჩუქრებს - ითვლება, რომ უკმაყოფილო სახლის სულები სახლში შეიჭრებიან, არევენ მას და მის მცხოვრებლებს უიღბლობას მოუტანენ. ასეთი სახლეები გვხვდება ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც სულებისთვის საჩუქრებს უბრალო გამსვლელებიც ტოვებდნენ. ბუდიზმის გავრცელებამდე ტაილანდში ინდოეთის სხვა რელიგიებიც იყო გავრცელებული, რაც ტაილანდის ფოლკლორში დღესაც ჩანს ინდური ელემენტების სახით.
სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაილანდურ ტრადიციულ სადილში მოიხსენიება ერთ სახლში რამდენიმე ოჯახის შეკრება და კერძების ერთმანეთთან გაზიარება. ტრადიციულად საკვებს მიიღებენ იატაკზე გაშლილ ხალიჩაზე ჯდომისას მარჯვენა ხელით (მარცხენა ხელი უწმინდურად ითვლება). კოვზი და ჩანგალი XIX საუკუნეში მეფე მონგკუტმა შემოიტანა ინგლისიდან - დანა ტაილანდური კერძებისთვის გამოუსადეგარი იყო (არაფრის დაჭრა არ იყო საჭირო), ჩანგლით კი ის საჭმლის კოვზზე გადატანას სთავაზობდა. დღეს დანა-ჩანგალი საყოველთაოდ გავრცელებულია, თუმცა კერძების უმეტესობისთვის დანა ახლაც არ არის საჭირო [5].
ტაილანდური კერძები იზიარებენ აზიის, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს. მათი უმეტესობა წვნიანს ან ფაფას წარმოადგენს, გემო ხშირად მწარე ან ცხარეა, გავრცელებული ინგრედიენტებია ლაფშა და ბრინჯი.
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://web.archive.org/web/20150213183452/http://www.tat-la.com/information/culture
- http://sisaket.go.th/ssis/papers/english/The%20Thai%20Ethnocracy%20Unravels%20A%20Critical%20Cultural%20Analysis%20of%20Thailand%92s%20Socio-Political%20Unrest.PDF დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine.
- https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/th.html დაარქივებული 2010-12-29 საიტზე Wayback Machine.
- http://artradarjournal.com/2014/10/31/8-young-thai-artists-to-know/ დაარქივებული 2020-11-06 საიტზე Wayback Machine.
- https://web.archive.org/web/20170313190715/http://sapsthai.com/golf/emailer2020/img/sapsthai/03_etiquette.pdf