შინაარსზე გადასვლა

ტაგანროგის კათოლიკური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის კათოლიკური ეკლესია

კათოლიკური ეკლესია

ტაგანროგის კათოლიკური ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის კათოლიკური ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი არ ფუნქციონირებს
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) როსინსკი
თარიღდება 1807-1810
გარე სურათები
ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობა

ტაგანროგის კათოლიკური ეკლესია (რუს. Католический костел) — კათოლიკური რელიგიური ნაგებობა, რომელიც დაარსდა ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ფრუნზეს ქუჩა № 58-ში.

ტაგანროგში ვაჭრობის განვითარებასთან დაკავშირებით ბევრი ევროპელი გადმოსახლდა ტაგანროგში. 1860 წელს ქალაქის პორტში ერთი წლის განმავლობაში უცხოეთის 20 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი დაახლოებით 900 გემი იდგა. ამან გამოიწვია უცხოეთის საკონსულოების გახსნა. ტაგანროგში მათი რიცხვი 16 იყო. კერძოდ ქალაქში გახსნილი იყო ავსტრიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ესპანეთისა და პარმის, მეკლენბურგ-შვერინის, ნეაპოლიტანიის, ნიდერლანდების, ოლდენბურგის, პორტუგალიის, პრუსიის, სარდინიის, ტოსკანის, ოსმალეთის, საფრანგეთისა და შვედეთის საკონსულოები. ქალაქში თავი მოიყარა სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობამ, საჭიროებამ მოიტანა საკულტო ნაგებობების აშენება.

ტაგანროგში მცხოვრებ კათოლიკეებს ადრე არ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია. კათოლიკეებმა ქალაქისთავის ბარონ ბ. კამპენჰაუზენის შუამდგომლობით იმპერატორ ალექსანდრე I-საგან მიიღეს თანხმობა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის აშენების შესახებ.

ეკლესიის შენობის პროექტი შეიმუშავა ადგილობრივმა არქიტექტორმა როსინსკიმ. მშენებლობისათვის აგური და კირქვა შეიძინეს კამპენჰაუზენის აგურის ქარხანაში. 1807 წლის მაისში აკურთხეს ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ვაჭარმა ი. ტამბალამ, ხოლო შიდა აღჭურვილობა შეიძინეს ადგილობრივი კათოლიკეების თანხებით. ეკლესია ემსახურებოდა 300-მდე კათოლიკეს, რომლებიც ტაგანროგში ცხოვრობდნენ.

1810 წლის ივნისში მშენებლობა დასრულდა, ეკლესია გადაეცა სამშენებლო კომიტეტს. ეკლესიის პირველი საეკლესიო მსახური სერაფიმ გოლფელდი გააგზავნეს ლიტვის პროვინციიდან. ღვთისმსახურება დაიწყო 1812 წელს. ეკლესიაში დაამონტაჟეს ორღანი.

1907 წელს აღნიშნეს ეკლესიის აშენების 100 წლისთავი. იუბილეზე მოიწვიეს ტირასპოლის ეპისკოპოსი 14 მღვდელთან და სამ ფრანცისკანელ ბერთან ერთად.

კათოლიკური ეკლესია დაიხურა 1923 წელს და გადაეცა ადგილობრივ მეწამრეს სახელოსნოდ. ეკლესიის უკანასკნელი კათოლიკე წინამძღვარი იყო იულიუს ნარკევიჩი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია გადააკეთეს ბიბლიოთეკად, შემდეგ ეს გახდა მაქსიმ გორკის სახელობის ცენტრალური საბავშვო ბიბლიოთეკა.

თავის დროზე ეკლესიის ფრონტონზე შესრულებული იყო ბარელიეფი წარწერით „£ r tuis bonis tibi offerrmus“.

კათოლიკური ეკლესიის მრევლში ირიცხებოდა ანტონ ჩეხოვი (ალექსანდრე ჩეხოვის უკანონო შვილი, მწერალ ა. ჩეხოვის უფროსი ძმა), რომელიც 1913 წელს ქორწინდება ქრისტიანა ერასმუსზე.

1993 წელს ტაგანროგში აღორძინდა კათოლიკური სამრევლო, მაგრამ ისტორიული შენობა ფუნქციონირებდა როგორც ბიბლიოთეკა. კათოლიკურმა თემმა 1997 წელს მიიღო შენობა ალექსანდროვის ქუჩა № 135-ში, სააც ააშენეს კათოლიკური სამლოცველო[1].

  • Филевский П. П. «История города Таганрога 1698—1898» — Таганрог: Сфинкс, 1996.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]