სტეფანე ბურნაშოვი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
სტეფანე ბურნაშოვი — სტეფანე დანიელის ძე (1743-1824) რუსი სახელმწ. მოღვაწე, პოლკოვნიკი. რუსეთის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე. 1783-1787 დიპლ. მისიით იმყოფებოდა თბილისში, მეთაურობდა გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად საქართველოში გამოგზავნილ რუსულ ბატალიონებს, ხელი შეუწყო ერეკლესა და სოლომონ I-ის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ბურნაშოვის მოხსენებები რუს. მთავრობისადმი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII ს. 80-იანი წლების საქართველოს ისტორიისთვის. აქვს ცნობები თბილისზე. ბურნაშოვის ცნობით XVIII ს. 80-იან წლებში თბილისში 500-მდე დუქანი იყო. ქართველ ვაჭრებს რუსული საქონელი საქართველოზე გავლით გაჰქონდათ სპარსეთსა და ინდოეთის ბაზრებზე, უკან კი გაცილებით დიდი რაოდენობის საქონელი შემოჰქონდათ. ბურნაშოვი წერდა: ერეკლე II „არაფრისაკენ ისე არ მიისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 56, ISBN 99928-20-32-2.