მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაკი (ლათ. Pandion haliaetus) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა.[1] მისი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა 1,3-1,9 კგ აღწევს. სხეული ზურგის მხრიდან მურაა, მუცლის მხარეს — ღია. კარგად აქვთ განვითარებული ზანდაროზის ჯირკვალი. გავრცელებულია ყველგან, არქტიკისა და ანტარქტიკის, აგრეთვე აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკების გარდა. მობუდარი ფრინველია. ცხოვრობს თევზით მდიდარი წყალსატევების პირას. დებს 2-3 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 35 დღე-ღამე. იკვებება თევზით (იქთიოფაგია), მღრღნელებით და სხვა. საქართველოში მეტად იშვიათია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.