ტოქსოპლაზმა (ლათ.Toxoplasma) — პარაზიტულიუმარტივესებისგვარი კოქციდიების რიგისა. შეიცავს ერთ სახეობას (ლათ.Toxoplasma gondii). ტოქსოპლაზმასასიცოცხლო ციკლს გადის კატისნაირთანაწლავებში, სადაც ცისტოზოიდიდან წარმოიქმნება კვერცხისებრი ოოცისტა, რომელიც შეიცავს 2 სპორას, თითოეული კი 4 სპოროზოიტს. კატისნაირთა დაავადებას იწვევს სპორულირებული ოოცისტა. სხვა ძუძუმწოვრებში, აგრეთვე ადამიანსა და ფრინველებში მოხვედრილი ოოცისტა მრავალჯერად უსქესოდ მრავლდება. ორგანოებში ან ქსოვილში შეჭრისას სპოროზოიტები გარდაიქმნებიან ნახევარმთვარისებრი ფორმის, ატიური გამრავლების უნარის მქონე ერთუჯრედიან, 4-7 მკმ სიდიდის ტროფოზოიტებად (ენდოზოიტებად), რომელთა ულტრასტრუქტურა კოქციდიების მეროზოიტების იდენტურია. მასპინძლის ორგანოებში, მათ შორის ტვინში (ტოქსოპლაზმით გამოწვეული ქრონიკული დაავადებებისას) წარმოიქმნება ცისტები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ათას ერთბირთვიან ცისტოზოიტებს. ენდოზოიტები და ცისტოზოიტები ახალი მასპინძლის დაავადების წყაროა. ტოქსოპლაზმა ადამიანსა და ცხოველებში იწვევს ტოქსოპლაზმოზს.