პლასა-დე-მაიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლასა-დე-მაიო

პლასა-დე-მაიო (ესპ. Plaza de Mayo) – მთავარი მოედანი ბუენოს-აირესში, არგენტინა. მას უერთდება იპოლიტო ირიგოიენის, ბალკარსეს, რივადავიისა და ბოლივარის ქუჩები.

სახელწოდება მიიღო 1810 წლის 25 მაისის რევოლუციის შემდეგ, რომლის მსვლელობა სწორედ ამ მოედანზე მიმდინარეობდა; მაისის რევოლუციის შედეგად დაიწყო არგენტინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესი.

მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს არგენტინის პრეზიდენტის რეზიდენცია კასა-როსადა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]