მაასტორენი (ნიდერლ.Maastoren) — ცათამბჯენი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. წარმოადგენს ნიდერლანდების ყველაზე მაღალ შენობას. 44 სართულიანია, შენობის ძირითადი ნაწილის სიმაღლეა 164,8 მ, ანტენის ჩათვლით 182,3 მ. მშენებლობა დაიწყო 2006 წლის ოქტომბერში, ხოლო დასრულდა 2009 წლის 9 დეკემბერს. შეიცავს 10 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა ავტოსადგომს.