დელფტის კარიბჭე (ნიდერლ.Gebouw Delftse Poort) — ორი ცათამბჯენი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. მდებარეობს როტერდამის ცენტრალური სარკინიგზო სადგურის სიახლოვეს. აშენდა 1989-1991 წლებში. ტაუერ I არის 151,35 მ სიმაღლის და აქვს 41 სართული, ტაუერ II — 93 მ სიმაღლისაა და 25 სართულიანია. 2009 წლის მაისამდე იყო ნიდერლანდების უმაღლესი საოფისე შენობა. მთლიანობაში ცათამბჯენებს ემსახურება 28 ლიფტი. კომპლექსის საერთო ფართობია 106 000 კვადრატული მეტრი.