რემბრანდტ ტაუერი
იერსახე
| რემბრანდტ ტაუერი Rembrandttoren | |
| ინფორმაცია | |
|---|---|
| მისამართი | ამსტერდამი, ნიდერლანდები |
| სტატუსი | დასრულებული |
| აშენდა | 1991 - 1994 |
| ტექნიკური დეტალები | |
| სართული | 150 მ / 36 სართ. |
რემბრანდტ ტაუერი (ნიდერლ. Rembrandttoren) — საოფისე ცათამბჯენი ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამში, მდინარე ამსტელის ნაპირზე. 36 სართულიანია, შენობის სიმაღლეა 135 მ. თავზე შპალი აქვს, რომელთანაც ერთად შენობის სიმაღლე დაახლოებით 150 მ აღწევს. აშენდა 1991-1994 წლებში. სახელი ეწოდა სახელგანთქმული ნიდერლანდელი ფერმწერის რემბრანდტის პატივსაცემად. სართულების უდიდესი ნაწილი გამოყენებადია, 4 ტექნიკური ხასიათისაა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||
